"აპოელის" ცენტრში უფსკრულია და მას დაუშვილი სჭირდება - კვიპროსული მედია

AutoSharing Option
კვიპროსული kathimerini მურთაზ დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს:

"დაუშვილი "აპოელს" უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. ორშაბათს, 29 ნოემბერს, "ომონიასთან" გასამართი "მარადიული" დერბის გათვალისწინებით, სოფრონის ავგუსტისთვის ეს ძალიან დადებითი მოვლენაა.

ქართველი ნახევარმცველი "ეთნიკოსთან" საშინაო მატჩში მიღებული ტრავმისგან გამოჯანმრთელდა და ნელ-ნელა რეგულარულ სავარჯიშო პროგრამას უერთდება.

სოუზას არყოფნის გათვალისწინებით, ცენტრში სერიოზული უფსკრულია და გუნდს დაუშვილის დაბრუნება ძალიან სჭირდება.

რა თქმა უნდა, "ბუბა“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუკი ბოლომდე მზად იქნება და ისევ ტრავმის რისკი არ იარსებებს."

"აპოელი" მე-5 ადგილს იკავებს და 14 ქულა აქვს, მის მომავალ
მეტოქე, მოქმედ ჩემპიონ "ომონიას" - ერთით ნაკლები. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კვლავ სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებიან.

altოქრიაშვილი მომჯობინდა, დაუშვილი მზად არაა - "წინა ხაზზე ქვილითაია ითამაშებს"

altკვიპროსული მედია ოქრიაშვილისა და დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული