უქართველებო მატჩში "ანორთოსისმა" "გენტს" სძლია

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ანორთოსისმა" ნიქოზიაში 1:0 დაამარცხა "გენტი".

სულ ტყუილად ველოდით ამ მატჩში ქართველების ასპარეზობას - ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია ტურნირზე თავის გამოჩენის შანსს მეკარე ასააფ ცურს აძლევს და გიორგი ლორია ამჯერადაც  თადარიგში დატოვა. ნიკა ნინუა როგორც ჩანს, "ანორთოსისში" არ ითამაშებს, ხოლო ნიკა კაჭარავას მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დღეს დართავენ საერთო ჯგუფთნ ერთად ვარჯიშის უფლებას - ათამაშებენ თუ არა, ეგ უკვე სულ სხვა საკითხია.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა ჰქონდა, თუმცა მწვრთნელი ჰეინ
ვანჰეზებრუკი მასზე იმედებს არ ამყარებს. მაინც იახლა მწვრთნელმა კვიპროსში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი მარცხდებოდა და შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა, მოედანზე არ შეუშვა. ისე, ხუთივე ცვლილება გამოიყენა.

ამავე ჯგუფში ტალინში "ფლორამ" 1:0 სძლია "პარტიზანს" და "გენტი" პლეი-ოფში გავიდა. დარჩენილი ერთი საგზურისთვის მეორე ადგილზე 7 ქულით მყოფი "პარტიზანი", "ფლორა" და "ანორთოსისი" იბრძოლებენ, რომელთაც 5-5 ქულა აქვთ.

ბოლო ტური 9 დეკემბერს გაიმართება: "პარტიზანი" "ანორთოსისს", ხოლო "გენტი" "ფლორას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტრავმა რომ ჰქონოდა განაცხადშიც არ შეიყვანდა. არ ათამაშებს იმიტომ რომ არ ენდობა. გაცილებით მეტს იმსახურებს ჩაკვეტაძე, მოშორდეს ამ ბელგიას უბრალოდ, რატომ იღუპავს კარიერას.
რთული ტრავმიდან დაბრუნდა და თუ არ ათამაშებენ ვერც ვერასდროს აღიდგენს ფორმას, აქეთ ნაკრებში უთხრეს აქ საერაბილიტაციო ცენტრი კი არ გვაქვსო, მოკლედ ძალიან ცუდია რაც ხდება და იმის მაგივრად რომ ნიჭიერ ტალანტს ხელი შეუწყონ განვითარებისთვის, პირიქით შვებიან
Skeleton
13:51 26-11-2021
2
ვა, მაგარი შედეგია უმოტივაციო გენტთან სახლში მძლივს მოგება. პარტიზანი ამოტენის ამათ.
შაკო
12:30 26-11-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული