მომდევნო სანაკრებო მატჩებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა, თუმცა დრეზდენის "დინამოს" ჩვენებური კლუბს წარმატებით დაუბრუნდა და დღეს, 26 ნოემბერს, ამის გაგრძელების იმედი გვაქვს.
გასულ ტურში, დრეზდენელელებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ იმარჯვეს ("დიუსელდორფთან", 1:0). მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში მიშელ აკოტომ დაიწყო, თუმცა ის დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა, თანაც ადრევე გააფრთხილეს. დასკვნითი 15 წუთი გიორგელიძეს
"დინამოს" 16 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა, მისი უახლოესი მეტოქე (სტუმრად) "რეგენსბურგი" კი მე-4 პოზიციას იკავებს. შეხვედრა ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელის ნათქვამი გიორგი აბურჯანიასაც ეხებოდა, რომლის "ჟილ ვისენტეც" "მორეირენსეს" სტუმრობს (00:15 სთ).
გიორგი ცოტას თამაშობს, მისი გუნდი კი 13 ქულით მე-8 ადგილზეა.
ცოტა დრო ეძლევა ბელგიაში ლევან შენგელიასაც, რის გამოც ის სანიოლის რჩეულებში ვერ ხვდება. არადა, "ლეუვენის" ნახევარმცველმა გასულ ტურში საგოლე პასი შეასრულა, ეს მისთვის სეზონში მე-2 იყო და ამდენივე გოლის ავტორიცაა.
შენგელიას გუნდს არასტაბილური სეზონი აქვს, 17 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "როიალ უნიონს" ესტუმრება. მათი გამორჩეული მოთამაშე, გასულ სეზონში ბომბარდირობისთვის ბრძოლაში გიორგი მიქაუტაძის მთავარი კონკურენტი დანტე ვანზიე ბრწყინვალე ფორმაშია - 9 გოლი და 7 შედეგიანი პასი.
შენგელიას სასტარტოში ველით, მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
პოლონეთის პირველ დივიზიონში კი სანაკრებო შანსის მომლოდინე გიორგი მერებაშვილი ითამაშებს. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა (საკმაოდ განმორჩეულები), თუმცა უკანასკნელ შეხვედრებში, ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვება. "პოდბერსკიძიემ" ბოლო 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით (4:0) მოიგო, მე-4 ადგილს იკავებს და 26 ნოემბერს "ოდრას" უმასპინძლებს (23:30 სთ).
სანაკრებო პაუზის წინ: იუბილარი ჩაკვეტაძის 6 წუთი, გიორბელიძე განაცხადში