სანაკრებო პაუზის წინ: იუბილარი ჩაკვეტაძის 6 წუთი, გიორბელიძე განაცხადში

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზამდე უკანასკნელ უქმეებზე "ჯვაროსნებისთვის" 2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელის - გიორგი ჩაკვეტაძისა და გურამ გიორბელიძის გუნდებმა ითამაშეს. ქართველი მოთაშეები სათადარიგოთა სკამზე იყვნენ. ჩაკვეტაძე, რომელიც დღეს 22 წლის გახდა, შეხვედრაში 84-ე წუთზე ჩაერთო.

"გენტმა" "ბრიუგე" 6:1 გაანადგურა.

ქართველი ნახევარმცველის გუნდს 5 შეხვედრის შემდეგ 7 ქულა აქვს, ჩაკვეტაძეს, ტრავმის შემდეგ, თავის გამოჩენის საშუალება სათანადოდ არ ეძლევა.

დრეზდენის "დინამოში" გურამ გიორბელძის დებიუტს ისევ ველით - 25 წლის ახალწვეულს იურიდიული პროცედურების გამო ახალ კლუბში ჯერჯერობით, თამაშს ვერ ახერხებდა. ამჯერად, ის განაცხადში იყო.

Sportall.Ge

"დინამო" შინ "პადერბორნთან"
0:3 დამარცხდა, მეორე ადგილი მეტოქეს დაუთმო და 10 ქულით მესამე პოზიციაზეა.

გიორგი ჩაკვეტაძე, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ტრავმიანობს და ჩვეულ ფორმას ვერ დაუბრუნდა - 2018 წლის "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე ის "ჯვაროსნების" მთავარი ძალა იყო. გურამ გიორბელიძეს სანაკრებო დებიუტი ვილი სანიოლის ასევე პირველ მატჩში, შვედების წინააღმდეგ, ჰქონდა და გუნდს მშვენივრად მოერგო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მზადებას 30 აგვისტოდან დაიწყებს, 2, 5 და 7 სექტემბერს კი კოსოვოს, ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.


altსაბამ თურქეთის სუპერლიგის სამივე ტურში გაიტანა - მის გოლებს ნაკრებში ველით! [VIDEO]

alt"გენტს" შემოქმედებას უწუნებენ - ჩაკვეტაძე ჯერ ჩვეულ ფორმაში არაა

altგურამ გიორბელიძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს



























მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია ჩაკვე მალე ჩადგება ჩვეულ ფორმაში და სათანადო დროც მიეცემა და უკეთეს გუნდშიც გადავა, სადაც ამდენი მოითმინა ცოტაც უნდა გაუძლოს
gio gio
11:34 30-08-2021
0
მოვიდა დრო გიო, ნაკრებში დაამტკიცე რაც შეგიძლია, მიდი და გააბითურე კოსოვოს დაცვა და კლუბსაც სასახელოდ დაუბრუნდი. მიდი გიო, მიდი!
გიოს
22:01 29-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული