"ხვიჩამ სტატისტიკა უნდა გააუმჯობესოს" - ბრიტანელები კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებზე გააქტიურდნენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი სატრანსფერო პერსპექტივების მიმართ საუბარი ისევ გააქტიურდა. მოსალოდნელია, რომ დეკემბერში ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

ბრიტანული hitc-ი წერს:

"სატრანსფერო ამბების გამო კვარაცხელია იმედგაცრუებული იყო და სეზონის სტარტზე დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. გარემარბს, რომელიც შვედეთის ნაკრებთან დუბლის შემდეგ არიენ რობენსაც კი შეადარეს, რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვვს.

თუკი ხვიჩას სურს, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს ინტერესი ისევ ჰქონდეთ, მაშინ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე სტატისტიკა უნდა გაამჯუბესოს."

შეგახსენებთ, sportall.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა მამუკა
ჯუღელმა ხვიჩას მიმართ ინგლისური "ტოტენჰემის" ინტერესი დაადასტურა.

სატრანსფერო სეზონის გახსნამდე "რუბინი" 3 შეხვედრას გამართავს - მოსკოვის "დინამოს" მიიღებს, "ნიჟნი ნოვგოროდსა" და "კრილია სოვეტოვს" კი სტუმრად დაუპირისპირდება.

altკონკრეტიკა - როგორ და რა შემთხვევაში შეეცდება "ვილიარეალი" კვარაცხელიას შეძენას

altშოთა არველაძე: სიმეონემ და ოვერმარსმა მითხრეს, კვარაცხელია 20 მილიონი არ ღირსო

altGolden Boy 2021 გამოვლინდა - სადაც კვარაცხელიაც მონაწილეობდა



მკითხველის კომენტარები / 4 /
შვედეთან ხვიჩას გაბრწყინება ვისაც შემთხვევითობა ჰგონია, ფეხბურთიდან ძალიან შორსაა. შვედეთი არ თამაშობდა უხეშ ფეხბურთს და რეალურად ხვიჩას ძალა გამოჩნდა მაღალი დონის, არაუხეშ და პროფესიონალურ ფეხბურთში. ამიტომაც მგონია, რომ მაღალი დონის გუნდებში ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე რუსეთში, სადაც გამუდმებით ეუხეშებიან და სულ ტრავმის ზღვარზეა.
Skeleton
15:22 27-11-2021
0
ნაკრებში ბრწყინავს ლინდელოფს ბერძენ და ესპანელ მცველებს ბურთს თავზე ატენის მთავარი ეს არის აქ ჩანს მისი დონე და არა ნაჯახ მცველებს რას უშვება 5კაცი რო დაყვება პირადი მცველებივით... ტოტენჰემი მოუხდება.. თან მაგრად. ასევე დორტმუნდი მაგრამ ეგ ის დორტმუნდი აღარ იქნება გაისად რაც აქამდე გვახსოვს მაგრამ მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იქ გადასვლა..
რომა
13:47 27-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული