რუსეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში ყაზანის "რუბინი" მოსკოვის "დინამოს" მასპინძლობს.
1-ელი ტაიმის სემდეგ ანგარიში 1-1 გახლავთ.
სტუმრები დენის მაკაროვმა მე-18 წუთზე დააწინაურა, მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი დედაქალაქურ კლუბში სწორედ "თათრების" შემადგენლობიდან გადავიდა.
მე-2 გოლის ეპიზოდში კი ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩა. ქართველმა ვარსკვლავმა მეტოქე მშვენიერი მოძრაობით ჩამოიშორა და სოლტმურად ბაკაევს (30-ე წუთი) მშვენიერი პასიც გაუკეთა, მარჯვენა გარემარბს კი კარში ზუსტად გადაგზავნაღა დარჩა, რომელიც უზადოდ შეასრულა.
ასე და ამგვარად "კვარა" შედეგიან თამაშს განაგრძობს, წინ კიდევ 1 ტაიმია...