„რუბინი“ მოსკოვის „დინამოსთან“ მოსაგებ მატჩში დამარცხდა (2:3), გუნდთან, რომელიც მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ეს შეხვედრა დედაქალაქელებს არ მოუგიათ, ყაზანელებმა წააგეს, რადგან მათი გუნდი დაუკომპლექტებელია და თუნდაც რუსეთში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა არ შეუძლია, მისი ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კი ამ დონისთვის კარგა ხანია აშკარად გადაზრდილია და უმოტივაციოდ იმყოფება.
ჩვენებურმა კოჭ-წვივის არეში დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა თავად მოითხოვა. იქამდე კარგად ირჯებოდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთადერთი იყო, რომელიც თამაშს ამწვავებდა. ნამატჩევს ის მოედანზე დაბრუნდა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. „რუბინის“ მწვრთნელმა
ლეონიდ სლუცკიმ კი განაცხადა, რომ ტანმაღალი ოლივერ აბილდგორის გარეშე სტანდარტულებისას გაუჭირდათ, უხეში შეცდომები დაუშვეს, სასტარტოს ფეხბურთელებთან პრეტენზიები არ აქვს, ხოლო მიხიალ კოსტიუკოვმა ფეხი მოიტეხა და საოპერაციოა. კვარაცხელიაზე არაფერი უთქვამს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სერიოზული არაფერი სჭირს და უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით მოითხოვა შეცვლა, რაც სავსებით გასაგებია.
„რუბინი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და რუსეთშიაც კი არ აქვს არანაირი პერსპექტივა. ამდენად, ხვიჩა მოტივაციის გარეშეა და მთავარია, იქაურობას თავი დააღწიოს. რა თქმა უნდა, ამ კლუბმა მისთვის ბევრი გააკეთა და მასში გადაჭარბებულ თანხას სულაც არ ითხოვს - 20 მილიონიც ღირს და უფრო მეტიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ დენის მაკაროვში იმავე მოსკოვის „დინამომ“ 10 მილიონი გადაიხადა, ქართველი თუნდაც ორჯერ მეტი აღარ ღირს?
ხვიჩას შეფასებაში სუბიექტურნი არ ვართ, რამეთუ ყველა საფეხბურთო კომპონენტში ჩინებულია: აქვს შესანიშნავი სისწრაფე და მათ შორის, სასტარტო, ტექნიკა, დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაშობს, ხედავს მოედანს, ზუსტ და დროულ გადაცემებს აკეთებს, კარგი დარტყმა აქვს; თითქოს ფიზიკურად ძლიერი არ ჩანს, მაგრამ გარღვევაზე წასვლისას მასზე ფიზიკურად ძლიერ მეურვეებს ტანს მოხერხებულად ჩაუდგამს და ამ მხრივაც არ უდებს ტოლს. უკვე დაცვასაც სათანადოდ ეხმარება. რაც მთავარია, ახალგაზრდაა, ზრდის პოტენციალი აქვს და გააჩნია ღრმა სათამაშო ინტელექტი.
ისიც არ შეიძლება, 20 წლის ბიჭს, ნახევარმცველს, მთელი მოწინააღმდეგე გუნდის მოტყუება, გოლების გატანა და გამარჯვებების მოპოვება მოსთხოვო და ეს მაშინ, როდესაც ყაზანურ გუნდს შეტევების განვითარების სხვა საშუალება, ფაქტობრივად, არ გააჩნია. ყოველივე აქედან გამომდინარე, თავსაც უფრთხილდება და არ სურს, ღმერთმა დაიფაროს და, კოსტიუკოვის ბედი გაიზიაროს. ჩვენ ხომ შესანიშნავად ვიცით, რას ნიშნავს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სერიოზული ტრავმის მიღება.
გამოსავალი მხოლოდ წასვლაა, მაგრამ კლუბი ასე ადვილად ვერ შეელევა და მათი პოზიციაც გასაგებია. ამიტომ რაღაც კომპრომისი უნდა გამოინახოს, თორემ სიტუაცია ჩიხში შევიდა. ვინმე კომპეტენტურმა ამ საქმეს ხელი უნდა მოჰკიდოს და „რუბინის“ ხელმძღვანელობას აუხსნას, რომ ტრანსფერი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შამთხვევაში, ფინანსურად თავადაც იზარალებენ, მაგრამ ვინაა ამის ამხსნელი და გამკეთებელი?
ტრანსფერმარკეტსაც "უყვარს" ალბათ და იმიტომ აუწია სატრანსფერი ფასს თორე ისე ხვიჩა რა ფეხბურთელი კია :დ
რას არ იზამენ, რომ დაამცირონ მისი შესაძლებლობები, ახლა სიყვარული მოიმიზეზეს, ნეტა რაში ჭირდება ვინმეს ეგ სიყვარული და ყალბი გულშემატკივრობა, ისე არიან მიჩერებული ოღონ სადმე ფეხი დაუცდეს და სიამოვნებით წამოიძახებენ მერე, აი ხომ ვამბობდიო.
კარგით რააა
პ.ს. რუსეთის იმპერიის ისტორიას თუ გადახედავთ, ნახავთ რომ ყოველთვის იყენებდა სხვა ერების წარმომადგენელ ნიჭიერ ხალხს, თავისთვის. ესე ხდება ყველა დარგში. ოღონდ შენ რომ მერე დაიწყო, შენ ქვეყანაზე ზრუნვა და მათი ინტერესებში არ ჩაჯდეს, გაგანადგურებს. ეხლა ხვიჩა მათ ინტერესებს ნაღდად არ უშლის. საკმარისია საქართველო და რუსეთი ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდეს, მერე არ დაინდობენ.
მიდი გელა!!
ჩაკვეტაძე ტრავმამდე ბევრად სტაბილური იყო თავის თამაშებში (ნაკლები ბურთის დაკარგვა და ასე შემდეგ).
კვარას აქვს საოცარი აფეთქების უნარი, მაგრამ სანამ 3-იდან 2 მოქმედება წარმატებული არ ექნება (სტაბილურად), ტოპ გუნდები არ აიყვანენ.
აიაქსის ნაირ გუნდში სიამოვნებით ვნახავდი, სადაც იციან ახალგაზრდებთან მუშაობა და ნამდვილად ასწავლიან ახალს განვითარებისთვის.
სტატისტიკა არც შარშან ჰქონდა გადასარევი მაგრამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ზედიზედ და აქ ნაკრებში ნათამაშებით ტრანსფერმარკეტმა ფასი 18 მილიონამდე აუწია. ახლაც შვედეთთან როგორ ითამაშა ნახეთ ალბათ.
ძალიან დი შეცდომა იყო თავიდანვე რუსეთის არჩევა, რადგან ძნელია მერე, ეჭვის თვალით უყურებენ ამ ქვეყანას და მითუმეტეს ჩვენნაირი დაბალი დონის საფეხბურთო ქვეყნის მოქალაქეს, გაასმაგებული შრომა სჭირდება გერმანელ, ესპანელ ან ბრაზილიელთან შედარებით რომ შეამჩნიონ მაგრამ ის რომ გვიყვარს და სინამდვილეში ისეთი ნიჭიერიც არარის როგორიც გვგონია ძალიან დიდ აბსურდად მიმაჩნია.
ჩვენ არ დაგვიდევს ეგ ფასი "სიყვარულით" და მოდი ნუ გადავაყოლებთ ამ სატრანსფერო ფასს. ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ამ ქვეყნის და ყოველ წუთს იმაზე ნუ ვეჩხუბებით ამდენი არ ღირხარო...
შურისძიების დროც დადგება.