მიქაუტაძეს ფეხები არ აჰკანკალებია - ბელგიური მედია "ჟორჟზე"

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძისა და "სერენის" ბოლოდროინდელ წარმატებებს ბელგიური rtc-ი გამოეხმაურა:

"სერენმა" ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია ("სტ. ტრუიდენი" შინ 2:0 დაამარცხა). გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები ზეწოლას ახდენდნენ, მასპინძლებმა კი ძალისხმევა გააორმაგეს. ფრანგმა მაზიზმა გადამწყვეტი პასი ამჯერად გიორგი მიქაუტაძეს მისცა, რომელსაც იაპონელ მეკარე დანიელ შმიდტის წინ ფეხები არ აჰკანკალებია.

"სერენი" შეხვედრის დარჩენილ ნაწილს აკონტროლებდა და ზედიზედ მესამე მატჩში დაუმარცხებლად ასპარეზობს."

ქართველი ფორვარდის გუნდი 30 ნოემბერს, ბელგიის თასის ეგიდით, "ანდერლეხტს" უმასპინძლებს, 4 დეკემბერს კი ჟუპილერ ლიგაში "ბრიუგეს" ესტუმრება. მიქაუტაძის ანგარიშზე 7 გოლი და 1 შედეგიანი პასია.

alt"ბომბარდირი და ლიდერი" -

ნახეთ, როგორი შემართულია მიქაუტაძე გასახდელში [VIDEO]

altმიქაუტაძე თავისას არ იშლის - არ გაგიკვირდებათ და ისევ გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანდერლეხტს გაუტანა უკვე
ვაჟა მასწავლებელი
00:34 01-12-2021
0

სიახლეები პოპულარული