კიტეიშვილის გარეშე "შტურმმა" მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა - skysport

AutoSharing Option
skysportaustria გრაცის "შტურმისთვის" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილის მნიშვნელობაზე წერს. 25 წლის ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია:

"შტურმს" საკვანძო მოთამაშე კიტეიშვილი შესამჩნევად აკლია და შეგვიძლია გუნდის კრიზისი ამას მივაწეროთ. გრაცელებმა ბოლო ათი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს ("რიდთან" 1:0) მას შემდეგ, რაც ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია.

"ოთარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემტევი ძალაა და მისი არყოფნა ყველას ძალიან გვტკივა", - ხაზგასმით აღნიშნა "შტურმის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.

კოტდივუარელმა ანდერსონ ნიანგბომ (გასულ სეზონში "გენტში" გამოდიოდა) ნახევარდაცვაში მთავარი როლი აიღო, თუმცა ამ სეზონის
21 მატჩში მხოლოდ 2 გოლი და ერთი შედეგიანი პასი აქვს. შედარებისთვის: შემოქმედებითმა კიტეიშვილმა მსგავს შედეგს მხოლოდ 8 შეხვედრაში მიაღწია."

შეგახსენებთ, კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო და წინასწარი ვარაუდით, მიმდინარე წელს მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.

altცნობილი გახდა ტრავმირებული კიტეიშვილის დაბრუნების თარიღი

altსამწუხარო ინფორმაცია - "შტურმი" კიტეიშვილის ჯანმრთელობის შესახებ წერს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული