ვანჰეზებრუკი - ჩაკვეტაძეზე: როდესაც არაფერს აკეთებ, თავად იქმნი პრობლემებს

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს "გენტი" ბელგიის თასის მერვედფინალში გასვლაზე "ლომელს" შეხვდება, გუნდის განაცხადში კი კვლავ ვერ მოხვდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. მის შესახებ Voetbalbelgie-სთან კომენტარი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა გააკეთა:

"გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია.

ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში
და, თავად იქმნი პრობლემებს. თუ უნდა თავისი ტალანტით რაღაცას მიაღწიოს, ერთხელ ყველაფრის შემოტრიალება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ჩაკვეს ფსიქოლოგი სჭირდება. ჩვენი ფეხბურთელები, მათი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ქმნიან ზოგად სურათს მთლიანად ერის შესახებ. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ელჩები. თუ მასობრივად ისე გამოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ნიჭიერი, მაგრამ რთული ხასიათის ტიპები, ყველა რაციონალურად მოაზროვნე კლუბი ნაკლებ ნიჭიერს, მაგრამ მონდომებულს და ფსიქოლოგიურად მდგრად მოთამაშეს აიყვანს. არავის არ აქვს იმის დრო, რომ მოგვეფეროს (მარტო იმიტომ რომ ვითომ ნიჭიერები ვართ). ამიტომ, ყველა ფეხბურთელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მარტო თავისთვის კი არა, ქვეყნის იმიჯისთვის თამაშობენ. გაფუჭებული სახელის გამო შეიძლება მართლა მონდომებული და ნიჭიერი ქართველი არ აიყვანონ, თუ საბოლოოდ გავიბანძეთ თავი მთელს მსოფლიოში. ასე, რომ, ძმაო გიორგი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! შენს უკან საქართველოა! რასაც აკეთებ, სიყვარულით აკეთე და აბა შენ იცი, წარმატებები!
ქუთაისელი
16:06 01-12-2021
1
ყველაზე კარგად თვითონ გძნობს ტრავმის შემდგომ პრობლემებს,ალბათ იმ დატვირთებს ვერ უძლებს და დისკომფორტს გძნობს,შიშიც ამიტომ აქვს ალბათ, სიზარმაცე არამგონია. ამ ყველაფერს განიცდის და დანაღვლიანებულია
გიორგი კაჭკაჭიშვილი
15:34 01-12-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული