ვანჰეზებრუკი - ჩაკვეტაძეზე: როდესაც არაფერს აკეთებ, თავად იქმნი პრობლემებს

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს "გენტი" ბელგიის თასის მერვედფინალში გასვლაზე "ლომელს" შეხვდება, გუნდის განაცხადში კი კვლავ ვერ მოხვდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. მის შესახებ Voetbalbelgie-სთან კომენტარი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა გააკეთა:

"გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია.

ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში
და, თავად იქმნი პრობლემებს. თუ უნდა თავისი ტალანტით რაღაცას მიაღწიოს, ერთხელ ყველაფრის შემოტრიალება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 32 /
დიდი ფეხბურთი დიდი შრომის გარეშე არ არსებობს. მეტი მუშაობა გმართებს გიო... წარმატებებს გისურვებ!!!
tngh
01 დეკემბერი 2021 12:22
0
ხალხოო დაანებეთ თავი სპეციალურად აკეთებს ამას რომ გუნდის შეფებმა იფიქრონ რომ აღარ უნდა თამააშიო და ხელფასი რაღატომ უნდა გადავიხადოთო და გაუშვებენ გინდიდან და ჩვენც და მაგასაც ეს არ გვინდა ? გაუშვებენ და წავა სადმე ნორმალურ გუნდში ჰოლანიაში გერმანიაში ან სადმე ! ან აგერ სლუცკი რუბინისთვის ეძებს კარგ გამთამაშებელს და წავა რუბინში და ხვიჩასთან ერთად შექნიან მაგარ დუეტს !
zura222
01 დეკემბერი 2021 05:07
36
ყველაზე კარგად თვითონ გძნობს ტრავმის შემდგომ პრობლემებს,ალბათ იმ დატვირთებს ვერ უძლებს და დისკომფორტს გძნობს,შიშიც ამიტომ აქვს ალბათ, სიზარმაცე არამგონია. ამ ყველაფერს განიცდის და დანაღვლიანებულია
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01 დეკემბერი 2021 15:34
1
მე რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყო, ავუყვანდი ფსიქოლოგს. შევახვედრებდი ქინქლაძეს, რომელიც საკუთარი მაგალითით დაარწმუნებდა, თუ როგორ გაანიავა თავის ნიჭი. დახმარება უნდა ამ ბიჭს და იქნებ ვინმე დაუდგეს გვერდით და სწორ გზაზე დააყენოს !
eh :(
01 დეკემბერი 2021 14:58
4
გიო, შენ თვითონ უნდა შენ შენში ნახო ძალა დაძლიო პრობლემები. თუ ვერ შეძლებ, მთელი ცხოვრება ხინჯად დაგრჩება. გზა რომ დაძლიო უნდა წახვიდე... წადი...ჩვენ გვიყვარხარ და შენი გვჯერა
juna
01 დეკემბერი 2021 13:42
0
ტრამვა აღარაფერ შუაშია საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ფორმის აღდგენა პრობლემა არ იქნებოდა. მართლაც ასე ჩანდა რომ თავდაბალი და შრომის მოყვარე იყო. რაღაც სხვა რამ ხდება მის თავს რაც ჩვენ არ ვიცით და რაც ძალიან სამწუხაროა საყურებლად ჩვენთვის.
Geo_Dinamo
01 დეკემბერი 2021 13:28
1
ინდური ფილმიდან ჯიმი თუ გახსოვთ, ტრამვის შემდეგ ცეკვის რო ეშინოდა, სანამ მოტივატორი გამოუჩნდა, დაახლოებით ასეტი სიტუაციაა.
ჯიმი
01 დეკემბერი 2021 12:46
1
მთავარია მარადონას სენი არ ჭირდეს თორემ მაგის კარიერა დამთავრებულია დანარჩენს ყველაფერს ეშველება
maroko
01 დეკემბერი 2021 14:29
0
ესეც ანანიძესავითაა?
Status quo
01 დეკემბერი 2021 13:17
2
ყველაზე კარგად თვითონ გძნობს ტრავმის შემდგომ პრობლემებს,ალბათ იმ დატვირთებს ვერ უძლებს და დისკომფორტს გძნობს,შიშიც ამიტომ აქვს ალბათ, სიზარმაცე არამგონია. ამ ყველაფერს განიცდის და დანაღვლიანებულია
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01 დეკემბერი 2021 15:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული