ვანჰეზებრუკი - ჩაკვეტაძეზე: როდესაც არაფერს აკეთებ, თავად იქმნი პრობლემებს

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს "გენტი" ბელგიის თასის მერვედფინალში გასვლაზე "ლომელს" შეხვდება, გუნდის განაცხადში კი კვლავ ვერ მოხვდა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე. მის შესახებ Voetbalbelgie-სთან კომენტარი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა გააკეთა:

"გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია.

ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში
და, თავად იქმნი პრობლემებს. თუ უნდა თავისი ტალანტით რაღაცას მიაღწიოს, ერთხელ ყველაფრის შემოტრიალება მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 32 /
გიო რა გჭირს . რატო აიცრუე გული . არავისზე ნაკლები არ ხარ შენ . იცოდე მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ
ტოტტი
30 ნოემბერი 2021 21:28
1
არაფერს აკეთებსო იმას ნიშნავს არ ვარჯისობსო და ისე ფეხბურთს როგორ ითამაშებს? სანიოლმაც თქვა ვერ მანახვა რომ თამაში უნდაო! ხოდა ორივენი როგორ ტყუიან? თუ ახლავე გეზარება ვარჯიში ჯობია თავი დაანებე თამაშს და ტყუილად ნუ წვალობ.
G.LA
30 ნოემბერი 2021 22:15
0
დანებებული არ ექნება, თუ ესე გააგრძელა გამოაგდებენ სეზონის ბოლოს!
დინამო
01 დეკემბერი 2021 00:05
1
ხომ არ მოაწყობდით პირდაპირ ჩართვას გიორგი ჩაკვეტაძესთან,ქომაგებსაც გაეხარდებოდათ და არც გიორგისთვის იქნებოდა უსარგებლო ეს შეხვედრა.ჩაკვეტაძე დიდი ტალანტია და მის მომავალზე უამრავ ადამიანს შესტკივა გული!
gia jashi
30 ნოემბერი 2021 22:23
1
გიო ის ადამიანია ვინც ქომაგს თავი შეაყვარა. მის სახელს ვსკანდირებდით. იქნებ რა უჭირს. მეგობარო,ძმაო რით დაგეხმაროთ.
ბოკინიო
30 ნოემბერი 2021 22:21
0
რას ქვია არუნდა სოსკა უნდა ისუნდა უიმე ცივა უიმე დეპრესია აქვს ადამიანებს ისეთი დაავადებები აქვთ და ისინი არ ნებდებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან და ბოლოს გამარჯვებულები გამოდიან ამას რა ჭირს ისეთი უმიე ხო მარილი აკლია შემწვარ კართოფილს ამან დეპრესიაში ჩაააგდო/ ადექი ბიჭო ივარჯიშე შენ გასაკეებელს მე ვერ გავაკეთებ და მოეშვი წუწუნს რა. მეორე მსოფლიო ომი სტალინის და გიტლერის რეპრესიები გამოიარეს თობებმა ისნი არ ნებდებოდნენ გულაგებს და აუშვიცებს ეს ვინ ყოფილა დედალი
aleko
01 დეკემბერი 2021 01:12
6
ეტყობა დეპრესია აქვს. ამას მიხედვა უნდა. ხომ არ იცით ვინ არის მისი აგენტი. ხალხმა უნდა იცოდეს თავისი “გმირების” სახელები
გიგი
01 დეკემბერი 2021 00:09
3
აქ რაღაცა მოულოდნელი სხვა ამბავია. ჟურნალისტებო გაარკვიეთ, იქნებ მხარში დგომა, ან რჩევა ჭირდება?
საქართველოს არ ყავს დასაკარგი ტალანტები!
ვაჟა მასწავლებელი
30 ნოემბერი 2021 22:06
7
მე როგორც მახსოვს ძმასთან ერთად ცხოვრობდა ბელგიაში,რომ ადაპტაცია მარტივად გაევლო.მაგრამ უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა იმისთვის,რომ შეჩვეოდა იქაურ გარემოს,კლუბს,ხალხს.მეორე პრობლემაა ტრავმა,რომელმაც დიდი დრო გამოატოვებინა,მაგრამ საკმაო დრო გავიდა იმისათვის,რომ ფორმაში შესულიყო.მე როგორც გავიგე სხვა პრობლემებიც არის და ეს თვითონ უკეთ ეცოდინება.როგორც მწვრთნელმა თქვა,არის დღეები,როდესაც არაფერს არ აკეთებს,20 წლის განმავლობაში მოთამაშე ვიყავი სისტემატიურად,ვინ თუ არა მე ვიცი რომ, როდესაც ფულს აგებ ისე,ხარ რომ არაფერი არ გინდა,არაფრის კეთების სურვილი არ გაქვს,არც სამსახური,არც მეგობარი,არც ოჯახი.მოტივაცია ნულზე ვარდება.დიდი იმედი მაქვს ის რაც მე ჭორის დონეზე გავიგე,სინამდვილეს არ შეესაბამება და გიორგი კლუბს გამოიცვლის და ფაქტობრივად თავიდან დაიწყებს თავის კარიერას და უკეთეს ფორმაში შევა ვიდრე იყო,მაგრამ ფაქტი ერთია,როდესაც ის გენტში გადავიდა ერთი უბრალო თბილისელი ბავშვი იყო, ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახიდან და ერთ დღესაც ყველაფერი მიიღო,სახლი,მანქანა,ფინანსები,ევროპული ცხოვრება,ეს არ არის მარტივი გადასატანი ბავშვისთვის,ამას ძლიერი ფსიქოლოგია სჭირდება და ბევრი ვერ უძლებს,თუნდაც ევროპაში სადაც დამეთანხმებით ცხოვრების დონე უფრო მაღალია ვიდრე ჩვენთან.მინდა წარმატებები ვუსურვო გიორგის,მან უნდა დასძლიოს ეს პრობლემა და ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი გასაღები,მხოლოდ მასშია.
სამწუხაროდ
01 დეკემბერი 2021 04:28
1
აღზრდა! - მაქედან მოდის ფსიქოლოგიაც და ა.შ.
ლუკა
01 დეკემბერი 2021 11:33
0
ამდენი ექსპერტი რო გყავთ იქნება ვინმემ აგვიხსნას რა უჭირს ამ ბიჭს და როგორ უნდა დაეხმარონ ან ვის შეუძლია დაეხმაროს
შოკირებული გულშემატკივარი
30 ნოემბერი 2021 23:09
0
ეტყობა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.არის იმის ვარიანტი,რომ კარგ ფეხბურთელად ვეღარ შედგება სამწუხაროდ.
ქომაგი
30 ნოემბერი 2021 22:46
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული