კომპანი მიქაუტაძის "სერენთან" მატჩის შემდეგ - "ასეთი რამ არასდროს მინახავს"

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის "სერენთან" პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ (ძირითადი დრო 3:3) "ანდერლეხტის" მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ კომენტარი გააკეთა:

"ორი პენალტი 20 წუთის შემდეგ - გულწრფელად ვამბობ, რომ ასეთი რამ არასდროს მინახავს. ეს ნამდვილი სათასო მატჩი იყო. ჩვენ არ ვწუწუნებთ. ფაქტია, მაგრამ ეს გარემოება დაგვეხმარა, მატჩი ცოტათი ფოლკლორული ყოფილიყო.

Sportall.Ge

გუნდმა ბევრი გაიღო, რათა 0:2-დან დაწინაურებულიყო, შემდეგ კი ცოტათი მოდუნდა. ესენი არიან მოთამაშეები, რომლებიც დამარცხებას არ აღიარებენ და ხასიათი გააჩნიათ."

შეგახსენებთ, ბელგიის თასის მერვედფინალური შეხვედრა დრამატული გამოდგა - მაზიზისა და მიქაუტაძის რეალიზებული თერთმეტმეტრიანების წყალობით,
"სერენი" მე-17 წუთზე უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდა. საბოლოოდ ძირითადი დრო ფრედ (3:3) დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ანდერლეხტმა" (4:3) გაიმარჯვა.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს - მის ანგარიშზე გოლი, საგოლე პასი და სერიაში გატანილი თერთმეტმეტრიანი იყო.

altმიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი - "სერენი" პენალტების სერიაში დამარცხდა

altმიქაუტაძე "სიტის" ყოფილი ვარსკვლავისა და ევროპის გამორჩეული ტალანტის წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვეულებრივი ქართული სინდრომია. ერთხელ სახელის მოხვეჭა - პერსპექტიული და უცებ 90 წლების შუქივით ჩაქრობა.
vaxo
11:03 02-12-2021
0
ჩაკვეტაძეს რა ჭირს ხალხო, სანიოლი უკმაყოფილო იყო, ახლა ეს მწვრთნელი ამბობს არ ვარჯიშობსო. თუ აღარ უნდა ფეხბურთი - შეეშვას და ეგ იქნება...
გურამი
15:01 01-12-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული