მასპინძლები მე-10 წუთზე პენალტით მაზიზმა დააწინაურა, მე-17 წუთზე კი თერთმეტმეტრიანი მიქაუტაძემ გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა. ამის შემდეგ სტუმრებმა 3 გოლი გაიტანეს და წინ გაიჭრნენ. მე-60 წუთზე მიქაუტაძემ კარის წინ უმეთვალყურეოდ მყოფ მაზიზს უპასა და მან თანაფარდობა აღადგინა. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. გუნდებს დაღლა დაეტყოთ, მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს, პენალტების სერიაში ქართველმა თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, თუმცა მისი გუნდი
გიორგიმ ამ სეზონში „სერენში“ ყველა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.