ლორია "ანორთოსისზე", კონფერენს ლიგასა და კორონავირუსზე

AutoSharing Option
"ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორია კვიპროსულ სატელევიზიო შოუში იმყოფებოდა. 35 წლის ქართველმა "აპოლონთან" მატჩის შემდეგ არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე ჩემპიონატზე ისაუბრა. ამასთან, გიორგიმ ევროპული ოცნება ახსენა, რომელიც "გენტთან" გამარჯვების შემდეგ ისევ გაცოცხლდა. 

"ანორთოსისის" შესახებ:

"შეგვიძლია ერთი თამაში მოვიგოთ, მეორე კი წავაგოთ. ეს ყველაფერი კარდიოგრამას ჰგავს. მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ და სტაბილურად გავიმარჯვოთ. გვჯერა, რომ წარმატებულ სერიას მივაღწევთ, რომელიც ასე გვჭირდება".

პირადი შედეგები:

"საქმეები ისე არ მიდის, რომ გოლებს არ ვუშვებდე - ასეთია ფეხბურთი. ყოველ ჯერზე საუკეთესოსთვის უნდა იბრძოლო და სწორედ ამას ვაკეთებ.
ყველა ვარჯიშზე, ყველა თამაშში ვცდილობ, გუნდს დავეხმარო".

"აპოლონთან" შეხვედრაზე:


"რთული მატჩი იყო. ჩვენთვის ცუდად დაიწყო, რადგან გოლი გავუშვით. გავათანაბრეთ და მოგების კარგი შანსიც გვქონდა".

გუნდის მდგომარეობაზე:


"ბევრჯერ უნდა გავიმარჯვოთ და ლიდერების პოზიციას დავუბრუნდეთ“.

ევროპულ თამაშებზე:


"ნამდვილად ძალიან ბედნიერები ვართ. რთული პერიოდი იყო, მაგრამ მცდელობა არ დაგვიკლია და გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო".

Sportall.Ge

მისი ისტორია კორონავირუსთან დაკავშირებით:


"10 დღის განმავლობაში ტემპერატურა 39 გრადუსი მქონდა, საწოლიდან ვერ ვდგებოდი. არ მესმის, ვინც ამას სერიოზულად არ აღიქვამს და ვაქცინაციაზე უარს ამბობს".

კონფერენს ლიგაზე პირველი გამარჯვება:


"პარტიზანთან" მარცხის შემდეგ გვჯეროდა, რომ "გენტთან" ბელგიაში გავიმარჯვებდით. ამას ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მივაღწიეთ - როგორც სატურნირო, ასევე ფინანსური კუთხით".

ბელგრადის ფინალის ტოლფასი მატჩი:

"მიზანი ნათელია. ჩვენ უნდა მოვიგოთ და "ფლორამ" ეს ვერ უნდა შეძლოს. ვიცით, რომ სხვა შედეგი საკმარისი არაა. ამ მატჩში ყველაფერი უნდა გავიღოთ".

მომზადებულია alphanews-ის მიხედვით

altქეცბაიამ კაჭარავა დააბრუნა, ქართველების "აპოელის" თამაში მალევე შეწყდა

altქეცბაიას თავსატეხი - ათამაშოს თუ არა ლორია?

altმაკარიძე შეხვედრის გმირად იქცა - "ალმერია" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული