მაკარიძე შეხვედრის გმირად იქცა - "ალმერია" შემდეგ ეტაპზე გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მაკარიძის "ალმერიამ" "კოპა დელ რეის" საწყის სტადიაზე "აგუიასი" პენალტების სერიაში დაამარცხა. ქართველმა კიპერმა გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და დაპირისპირების გმირად იქცა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. მაკარიძეს ყოფილმა თანაგუნდელმა, 38 წლის ნიგერიალმა კალუ უჩემ გაუტანა და ვილარის გოლი გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ალმერიელებმა ძირითად დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

სერიაში გიორგიმ მოწინააღმდეგეს მე-4 დარტყმა არ გაატანინა, "ალმერიას" ფეხბურთელებმა კი ყველა მცდელობა უნაკლოდ შეასრულეს.

ესპანური გავლენიანი as-ი მთავარ მწვრთნელ რუბის სიტყვებს ციტირებს, რომ ქართველ მეკარეს წელის ტკივილის გამო დისკომფორტი ჰქონდა; ამის მიუხედავად, მშვენიერი
შეხვედრა ჩაატარა.

cope-იც გამარჯვებაში გიორგი მაკარიძის დიდ წვლილს აღნიშნავს, რადგან ყველაფერი მისმა კარგმა თამაშმა გადაწყვიტა.

მოგეხსენებათ, მაკარიძეს სეგუნდადივიზიონში ნაკლებად ენდობიან და უკანასკნელად 29 აგვისტოს ითამაშა. ქართველის კონკურენტი ფერნანდო რუბიო გუნდის კაპიტანი გახდა. იმედია, გიორგის მომავალში გუნდში უფრო ხშირად ვიხილავთ და საქართველოს ნაკრებსაც დაუბრუნდება.

altმაკარიძე მომჯობინდა, მაგრამ ეს თამაშის გარანტიას არ ნიშნავს

altმაკარიძეს აქებენ, კარს კი მისი გუნდის კაპიტანი კონკურენტი იცავს

alt"ალმერიას" მაკარიძე დააკლდება - ქართველ კიპერს ნაკლებად ენდობიან



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული