ეს გარემოება აპრიორი არ ნიშნავს, რომ 2 დეკემბრის დაპირისპირებაში კარს მამარდაშვილი დაიცავს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დომენეკსა და რივეროსს შანსი საერთოდ არ მისცემიათ და შესაძლებელია, რომელიმე მათგანმა ის ახლა მიიღოს. თუმცა გიორგის თამაშის ალბათობა მაინც ყველაზე მაღალია.
ესპანურ გრანდებს
"ვალენსიას" ამ ტურნირზე, ტრადიციულად, შორს მიმავალი მიზნები აქვს. შესაბამისად, იმ მეკარეს, რომელიც დღეს სასტარტოში იქნება, დიდი ალბათობით, მუდმივად დაეყრდნობიან. ყველა შეხვედრაში სხვადასხვა კიპერის თამაში ნაკლებად მოსალოდნელია.
ხსენებული გათამაშება 1902 წლიდან იმართება. ყველაზე მეტჯერ მისი გამარჯვებული "ბარსელონაა" - 31. რაც შეეხება "ვალენსიას" - მათ "კოპა დელ რეი" 8-ჯერ მოიპოვეს. უკანასკნელად "ღამურებმა" 2019 წელს სწორედ კატალონიელები (2:1) დაამარცხეს. საინტერესოა, რომ 1970-72 წლებში "ვალენსია" ქვეყნის თასის ზედიზედ 3 ფინალში დამარცხდა - "რეალთან" (1:2), "ბარსელონასთან" (3:4) და "ატლეტიკოსთან" (1:2).
რაც შეეხება "უტრილასს" - მან პირველ ეტაპზე ერთი მეტოქე ასპარეზობას უკვე გამოთიშა - გუნდის ფორვარდმა ადრიან ერნანდესმა "ინჯერტოს" დუბლი შეუსრულა, შემდეგ კი მოედნიდან გააძევეს.
შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.