მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა რიგი წამყვანი ფეხბურთელების და მათ შორის, იასპერ სილესენის დასვენება გადაწყვიტა და ველოდით, რომ თავის გამოჩენის საშუალებას მამარდაშვილს მისცემდა, მაგრამ კარში ხაიმე დომენეკი ჩააყენა. შეგახსენებთ, გიორგიმ ლა ლიგის პირველ ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ კი არ უთამაშია.
სათადარიგო გოლკიპერი კრისტიან რივერო განაცხადში არ შეიყვანეს და „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, იანვარში გუნდს დატოვებს. ასე რომ, „ვალენსიაში“ სამი მეკარე დარჩება: სილესენი, მამარდაშვილი და დომენეკი.
მატჩი
თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.