მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ვალენსია" 1/32-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/64-ფინალში "ვალენსიამ" გასვლაზე 3:0 დაამარცხა რეგიონული ლიგის "უტრილასი".

ამ მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ "ღამურების" მწვრთნელი ხოსე ბორდალასი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსა და მათ შორის, მეკარე იასპერ სილესენს დაასვენებდა და ესპანურ პრესაში გამოითქვა ვარაუდი, რომ მას გიორგი მამარდაშვილი შეცვლიდა. თუმცა ბორდალასმა ხაუმე დომენეკი ათამაშა.

"უტრილასმა" პირველ წრეში საკუთარ მოედანზე ასევე ქვედალიგელ "ინჯერტოს" 2:0 სძლია და როდესაც შეიტყვეს, რომ შემდეგ ეტაპზე "ვალენსიას" დაუპირისპირდებოდნენ, 2 100-იანი სტადიონის ტევადობა 400 ადგილით გაზარდეს.

"ვალენსია" დანიშნულების ადგილზე ავტობუსით ჩავიდა და ადვილი გამარჯვება მოიპოვა. გოლები
მარკოს ანდრემ, მუსაჰმა და კოინდრედიმ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე პენალტი ჩერიშევმა ვერ გამოიყენა.

გიორგი კვლავ სათადარიგო იყო, "მუნდო დეპორტივო" კი იტყობინება, რომ გუნდს მეოთხე მეკარე კრისტიან რივერო დატოვებს.

შემდეგ მატჩს "ვალენსია" ჩემპიონატზე გამართავს - 6 დეკემბერს ვიგოში "სელტას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვალენსიას კარში ერთხელაც არ დაურტყავთ , რათ უნდოდა რო დაეყენებინათ , საბირჟაოთ ??:-)
დათო-რუსთავი
03 დეკემბერი 2021 02:39
3
დომენეკი სეზონის დაწყებისას იყო ოფიციალურად გუნდის მეორე მეკარე, დიდი შანსია კონტრაქტშიც ედოს რომ სათასო თამაშებში ითამაშებდა, ასე რომ დიდ აჟიოტაჟს ნუ ატეხავთ რაღაც სოფლის გუნდთან თუ არ ათამაშეს, რომ არ მოწონდეთ არც აიყვანდნენ.
გვყოლია ოდესმე ქართველი მეკარე უკეთეს გუნდში? წამოვიდეს არა კვახი! პირიქით ბევრი ივარჯიშოს და მშვიდად დაელოდოდს შანსს რომელსაც პრიმერას თამაშებში მისცემენ. სავარაუდოდ სილესენს მალე გაუშვებენ და მჯერა გიორგი შეძლებს მისის ადგილის დაკავებას! წარმატებები
***
03 დეკემბერი 2021 17:22
1
მამარდაშვილი გრანადასთან ყველას გვახსოვს.ის თამაში ლოკომოტივმა 10-0 რომ არ წააგო მაგის დამსახურებაა, მაგრამ. . . მოდი რა ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. . . სალუქვაძისნაირმა ჟურნალისტებმა ამ ბიჭს თავში აუგდეს. . . ის სეივიც საუკეთესოდ რომ უღიარეს პირველ ტურში დიდწილად გამართლება იყო. . . ქება აწყინა და იცით რატომ?!. . . ძველბიჭური ზამაშკები რომ აქვს იმიტომ. . . მაგან დაღუპა ჯაკობიები ჭანტურიები და ბევრი სხვაც
ნაპოლეონი
06 დეკემბერი 2021 19:55
1
ვფიქრობ რომ ვიგოსთან დააყენებენ
T.q
03 დეკემბერი 2021 09:49
4
სანამ დროა დაახვიოს მაგ ვალენსიიდან.ეგენი არ გაახარებენ მაგას კი თამაშები ჭირდება და კიდევ რა მაინტერესებდა მაგ ლა ლიგას ასე ვთქვათ დუბლები სატურნირო თუ აქვს სადაც თამაDებს თუ ატარებს.თორემ მარტო ვარჯიში არაფერს მისცემს
გიორგი
03 დეკემბერი 2021 16:30
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული