ერთ დროს "გენტის" წამყვანი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმებმა უკან დახია, მაგრამ ახლა ჯანმრთელია და გუნდის განაცხადში ვერ ხვდება.
მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა "ლომელთან" თასზე მოგებული (2:0) გასვლითი მატჩის წინ განაცხადა, რომ ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და თავად იქმნის პრობლემებს.
4 დეკემბერს "გენტი" ბელგიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად "ლევენს" შეხვდება, გიორგი კვლავ ვერ მოხვდა განაცხადში და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვანჰეზებრუკის განკარგულებაში სვენ კუმსი და რომან ბეზუსი არ არიან და მხოლოდ 5 ნახევარმცველი ჰყავს.
წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმა საკადრო პრობლემებსა და ჩაკვეტაძეზე
საერთოდ არაფერი არ თქვა.