"მეტალისტის" მწვრთნელს კვირკველიაზე ჰკითხეს, ქეცბაია ისევ ანერვიულდა - ქართველების შაბათი

AutoSharing Option
ხარკოვის "მეტალისტ 1925"-სა და საბა კვირკველიას თავს საოცარი უიღბლობაა - უკრაინის პრემიერლიგის ზედიზედ მე-5 შეხვედრაში დამარცხდნენ, რა დროსაც მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს (1:6 "ზარიასთან") და 13 გაუშვეს. ქართველი ლეგიონერის გუნდი ამჯერად ნიკა სიჭინავას "კოლოსთან" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა.

საბა შეხვედრაში 82-ე წუთზე ჩაერთო, სიჭინავა კი მინდვრიდან 59-ე წუთზე გაიყვანეს. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მთავარ მწვრთნელ ვალერი კრივენცოვს სწორედ კვირკველიაზე ჰკითხეს:

- შეხვედრის ბოლო ცვლილება ცენტრალურ მცველებს შორის რატომ გააკეთეთ?


- ასე გადავწყვიტე.

"მეტალისტი" 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 12 დეკემბერს, წლის
უკანასკნელ ტურში, გიორგი წიტაიშვილისა და ბექა ვაჩიბერაძის "ჩერნომორეცს" ესტუმრება. ამავე დღეს სიჭინავას "კოლოსი", რომელიც 21 ქულით მე-9 პოზიციაზეა, "მინაის" უმასპინძლებს.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში კი თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" დამარცხდა - "პაეკთან" საკუთარ მოედანზე 2:3. კონფერენს ლიგაზე "გენტთან" (1:0) გამარჯვებამ ქართველი სპეციალისტი და მისი გუნდი უკეთეს ხასიათზე მოიყვანა, თუმცა ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 შეხვედრაში ვერ მოიგეს და 13 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ.

გიორგი ლორიამ სრულად ითამაშა, ნიკა სიჭინავა მინდორზე 48-ე წუთზე შევიდა, ნიკა ნინუა კი განაცხადში ისევ არ ჩანს. მატჩის შემდეგ ქეცბაიამ განაცხადა:

"სამწუხაროდ, იგივე ხდება. შეხვედრის მოსაგებად 2 გოლის გატანა საკმარისი არაა - ისევ იმედგაცრუებულები დავრჩით. უამრავი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით.

"პარტიზანთან" ვეცდებით, ჯგუფიდან გასვლა მოვახერხოთ - თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, გუნდის სასიკეთოდ ყველაფერი გავაკეთოთ."

კონფერენს ლიგის ხსენებული შეხვედრა 9 დეკემბერს, ბელგრადში გაიმართება, 13 დეკემბერს კი "ანორთოსისი" "დოქსას" უმასპინძლებს.

altკვირკველია ქართული დუელისთვის თოვლში ემზადება

altქეცბაიამ სტაბილურობას ვერ მიაგნო, ქართველებს კი ნაკლებად ენდობა - კვიპროსული მედია მსჯელობს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხო ქეცბაიაა უტვინო და შენ გადმოგდის
გგგ
19:34 05-12-2021
4
დამთავრებული აქვს ამას კაი ხანია უკვე, უტვინოდ წარმართა კარიერა
8

myquiz
სიახლეები პოპულარული