ზოგიერთი ჩვენგანი დიდი ხანია ელოდა, რომ ნიდერლანდელი მეკარე სილესენი "ვალენსიას" მშრალი სერიის გარანტი იქნებოდა. ნეტოსთან გაცვლის ოპერაცია აბსოლუტურად კატასტროფული აღმოჩნდა და ეკონომიკური ტვირთის მატარებელი გახდა, რომელიც უცნობია, თუ კლუბს როდის დაარტყამს.
ვაღიარებ, რომ ყოველთვის მჯეროდა სილესენის, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ეჭვი შემეპარა, რადგან მისი თამაში არ შეესაბამებოდა იმ მინიმალურ სტანდარტებსაც კი, რაც მეკარემ უნდა გააკეთოს, რათა "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში იყოს.
იასპერის თამაში არასტაბილური იყო - ბრწყინვალე ქმედებები და შეცდომები ჯაჭვურად შეირწყა, რამაც გუნდს ქულები დააკარგვინა. ბორდალასს
ახლა ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილესენი სპექტაკლებს გვთავაზობს, რომლებიც შეესაბამება ისეთ კლუბებს, როგორებიცაა "აიაქსი" და "ბარსელონა" (სადაც ის თამაშობდა) და იმას, ვინც ნიდერლანდების ნაკრების კარს რეგულარულად იცავდა.
დაცვაში დაშვებული შეცდომებით, რაც "ვალენსიას" აქვს, რთულია კარი მშრალად დაიცვა და არ იძლევა განცდას, რომ მეკარე ამაში მთავარი პასუხისმგებელია. პირიქით, მას შემდეგ, რაც ბორდალასმა ის სასტარტოში დააბრუნა, იასპერს რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივი აქვს.
სილესენისთვის რთული იქნება ამ დონის შენარჩუნება, მაგრამ ვფიქრობ, ის ამას გააკეთებს.
მომზადებულია plazadeportiva-ს მიხედვით
მამარდაშვილი არ ათამაშეს - "ვალენსია" 1/32-ფინალში გავიდა
მატჩის დღე - მამარდაშვილი "კოპა დელ რეისთვის" ემზადება
AS: მამარდაშვილის ტრანსფერის გასაჩარხად "დინამოში" დარეკვაღა დარჩა
სილესენის შედარებით წარმატებული სერია მალე დამთავრდება.