გუშინ, გასვლაზე "ნიჟნი ნოვგოროდთან" წაგებულ მატჩში (1:2), "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 52-ე წუთზე შეცვალეს და მან უკმაყოფილომ დატოვა მოედანი. soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის ანტინაკრებში კვარაცხელია თანაგუნდელ მცველ გეორგი ზოტოვთან ერთად შეიყვანა და ასე დაახასიათა:
"გასულ სეზონში შეუჩერებელი იყო, ზედიზედ მეორედ მიიღო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი. ზაფხულში დაწინაურების იმედი ჰქონდა, მაგრამ ყაზანში დარჩა და ახლა უფრო ხშირად იტანჯება, ვიდრე თამაშობს.
"ნიჟნი ნოვგოროდთან" მატჩმა იმედგაცრუების მორიგი ულუფა მოუტანა: ხვიჩას არც ერთი დარტყმა და 10 ზუსტი გადაცემა 52 წუთში. სლუცკიმ მეორე
ტაიმის დასაწყისში ქართველი თამაშიდან ჩახსნა".
გამოცემამ ანტინაკრებში შეყვანის პატივი მეკარე იური დიუპინსა და მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის არ დასდო (თუმცა, იმსახურებდნენ), სრულად კი ეს "გუნდი" ასე გამოიყურება:
მეკარე: ვიტალი გუდიევი (ახმატი)
მცველები: ეგაშ კასინტურა (უფა), დმიტრი ჩისტიაკოვი (ზენიტი), ტინ ედვაი (ლოკომოტივი), გეორგი ზოტოვი (რუბინი)
ნახევარმცველები: იბრაგიმ ცალაგოვი (სოჭი), რუსლან ლიტვინოვი (სპარტაკი), ალეკსანდრ ეროხინი (ზენიტი)
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ვიაჩესლავ კროტოვი (უფა), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი)
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი (ლოკომოტივი)
სახელი მოჰამედ სალაჰი[1]
დაბადების
თარიღი 15 ივნისი, 1992 (29 წლის)[2]
2010-2012 ეგვიპტის დროშა ალ-მოკავლუნი 38 (11)
2012-2014 შვეიცარიის დროშა ბაზელი 47 (9)
2014-2016 ინგლისის დროშა ჩელსი 13 (2)
2015 → იტალიის დროშა ფიორენტინა 16 (6)
2015-2016 → იტალიის დროშა რომა 34 (14)
2016-2017 იტალიის დროშა რომა 31 (15)
2017- ინგლისის დროშა ლივერპული 153 (102)
20 წლის სალაჰი "ბაზელში" გადავიდა, ანუ გრანდში კი არა "ბაზელში" და მერე კიდევ 5 წელი დაჭირდა, რომ ის ყოფილიყო რაცაა. ამით იმის თქმა მინდა, რომ არაა აუცილებელი გრანდში გადავიდეს, მთავარია სწორ და გამართულ ევროპულ კლუბში მოხვდეს, რომელიც ორიენტირებულია ფეხბურთელის გაზრდასა და განვითარებაზე. მსგავსი კლუბი კი 20 მილიონს არ გადაიხდის. ხვიჩა აუცილებლად უნდა წავიდეს, ოღონდ სწორად.