kerkida წერს:
"გიორგი პაპუნაშვილმა ალექსანდრე ცორნიგერის ნდობა ვერ მოიპოვა. მიმდინარე სეზონში, რომელშიც "აპოლონმა" ყველა ტურნირი (15 მატჩი) ჩაატარა, ქართველმა ნახევარმცველმა ძალიან ცოტა ითამაშა - 7 წუთი სლოვაკურ "ჟილინასთან" კონფერენს ლიგის შეხვედრაში.
"ეთნიკოსთან" უკანასკნელი ტურის მატჩში მთავარი მწვრთნელი ორმაგი ცვლილების განხორციელებას აპირებდა, თუმცა ამ დროს ბრაზილიელმა ველინგტონმა გამარჯვების (1:0) გოლი გაიტანა და გერმანელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება გადაიფიქრა."
ხსენებულ მატჩში რევაზ ინჯგიას თამაშის შესაძლებლობა მიეცა - 20 წლის შემტევი მოედანზე 59-ე
თუკი ეს მდგომარეობა არ შეიცვალა, დიდი შანსია, ქართველმა ლეგიონერებმა კლუბი ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე დატოვონ.
პაპუნაშვილი ფორვარდის უნარების გამო "აპოლონში" დარჩება
პაპუნაშვილის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია...
ინჯგიამ კვიპროსში სადებიუტო გოლი გაიტანა
ბოჟოვიჩი: რევაზ ინჯგია საინტერესო ფეხბურთელია - კიდევ დავაკვირდებით
Დავიჯერო სძინავთ რეალისა და ბარსას სკაუტებს?
ძირითადში თუ ვერ ხვდები და ვარჯიშიდან მაინც სხვებთან ერთად გადიხარ, რა შეიცვლება, რისი მოლოდინი გაქვს? ყველას ეხება ეს, ქართველი ფეხბურთელების პრობლემაა ფიზიკური დატვირთვები და ბევრი ვარჯიში