ქართველ ფეხბურთელებს არ სწყალობენ - 7 წუთი სეზონში და გადაფიქრებული ცვლილება

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერ "აპოლონის" ქართველ ლეგიონერებს თამაშის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, არ ეძლევათ.

kerkida წერს:


"გიორგი პაპუნაშვილმა ალექსანდრე ცორნიგერის ნდობა ვერ მოიპოვა. მიმდინარე სეზონში, რომელშიც "აპოლონმა" ყველა ტურნირი (15 მატჩი) ჩაატარა, ქართველმა ნახევარმცველმა ძალიან ცოტა ითამაშა - 7 წუთი სლოვაკურ "ჟილინასთან" კონფერენს ლიგის შეხვედრაში.

"ეთნიკოსთან" უკანასკნელი ტურის მატჩში მთავარი მწვრთნელი ორმაგი ცვლილების განხორციელებას აპირებდა, თუმცა ამ დროს ბრაზილიელმა ველინგტონმა გამარჯვების (1:0) გოლი გაიტანა და გერმანელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება გადაიფიქრა."

ხსენებულ მატჩში რევაზ ინჯგიას თამაშის შესაძლებლობა მიეცა - 20 წლის შემტევი მოედანზე 59-ე
წუთზე შევიდა, თუმცა მასაც ნაკლები ნდობა აქვს - მანამდე ჩემპიონატში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა.

თუკი ეს მდგომარეობა არ შეიცვალა, დიდი შანსია, ქართველმა ლეგიონერებმა კლუბი ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე დატოვონ.

altპაპუნაშვილი ფორვარდის უნარების გამო "აპოლონში" დარჩება

altპაპუნაშვილის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია...

altინჯგიამ კვიპროსში სადებიუტო გოლი გაიტანა

altბოჟოვიჩი: რევაზ ინჯგია საინტერესო ფეხბურთელია - კიდევ დავაკვირდებით

მკითხველის კომენტარები / 3 /
რუსეთი ჭაობია!ბელგია ჭაობია,პოლონეთი ჭაობია,საბეძნეთი ჭაობია,კვიპროსიც კი ჭაობია!!!
Დავიჯერო სძინავთ რეალისა და ბარსას სკაუტებს?
ლ.გიო
21:29 07-12-2021
1
ამის ფეხბურთი დინამოს კაპიტანის სამკლაურის მოსროლასთან ერთად დასრულდა
ლადო
16:03 07-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული