პორტუგალიელთა 19-წლამდელთა გუნდი მადრიდის "ატლეტიკოსთან" 1:2 დამარცხდა, აბუაშვილი კი შეხვედრაში 82-ე წუთზე, მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორ დიეგო ფილიპე პაჩეკო აბრეუს ნაცვლად შევიდა.
"პორტუს" ახალგაზრდებმა ტურნირი 10 ქულით დაასრულეს, ისევე, როგორც მადრიდელებმა, თუმცა "პორტუს" უარყოფითი ბურთების ბალანსი (8:9) აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა.
გიორგი აბუაშვილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უკანასკნელად მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, დანიელი თანატოლების წინააღმდეგ (0:3 დავმარცხდით) ამხანაგურ დაპირისპირებაში იასპარეზა.
აბუაშვილის დუბლი "პორტუში" და "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების შანსი