tothemaonline-ი ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ნიკა ნინუას მომავალს ეხება:
"ჩრდილოირლანდიელი ლაფერტის შემდეგ, რომელიც თემურ ქეცბაიას გეგმებს მიღმა დარჩა, "ანორთოსისს" ნიკა ნინუაც დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ფამაგუსტის კლუბმა ქართველი ნახევარმცველი "პაოკიდან" ერთწლიანი იჯარით, 2021 წლის 1-ელ სექტემბერს გადაიბირა.
მიუხედავად ძალიან კარგი რეკომენდაციებისა, რაც მას გუნდში მისვლისას "ახლდა", ნიკამ იმედები ვერ გაამართლა და სალონიკში დაბრუნდება."
22 წლის ნინუა "ანორთოსისის" განაცხადში საკმაოდ დიდი ხანია, აღარ გვინახავს. რაც შეეხება "პაოკს", სადაც ქართველ ნახევარმცველს ასევე ნაკლებად ენდობოდნენ, ისინი საბერძნეთის სუპერლიგაში მე-4 ადგილს იკავებენ.
ნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline" style="height: 50px; width: 50px;" />ქეცბაიას ნინუა დააკლდება, კარგ ფორმაში მყოფი კაჭარავა სასტარტოში...
11:24 08-12-2021
ნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ამდენს ვიძახით რუსეთში რატომ მიდიან წავიდნენ სხვაგანო და ერთი ეს რომ წავიდა საბერძნეთში და მეორე ჩაკვე ბელგიაში რაიმე მოუტანა მათ კარიერას??? მაგარი წლები დაკარგა რომ მოემატა თამაშისთვის, იმედია გამოსწორდება სიტუაცია
23
4
ამას ეტყობა დინამოში ვიღაცა მფარველობდა და გააპიარეს. გავიდა კომფორტის ზონიდან და გამოჩნდა რეალური სახე. აბა სხვა უბრალოდ ლოგიკაშიც არ ჯდება!
20
7
ნიკა!!! დაბრუნდი საქართველოში... მშობლიურ "დინამო" თბილისში. წარმატებები მოვა.
19
5
არ გახსოვს როგორ წავიდა დინამოდან?ეს პატარა ბიჭი,გუნდის კაპიტანი იყო და ისე გაიქცა,ბოლო თამაშში,ჩემპიონთა თასზეც კი,აღარ ითამაშა.ერთი დღე აღარ დაიცადა.დინამოში აღარ მიუშვებენ.ზოგადად ასეთები,არავის უყვარს.ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ასეა.
5
0
მორჩა დაიკარგა, აბა პაოკში რომ ვერ გაქაჩავ სადღა უნდა გაქაჩო?
15
2
ვისზეა პასუხისმგებლობა, ეს ნიჭიერი ბიჭი ლამის ორი წელია უთამაშებელი "სკამს რომ ხეხავს"? საქმეა ეს?
12
1
თავის თავზე
23
0
თბილისის დინამო
12
3
ერთ თამაშს რომ კარგად ითამაშებ არ ნიშნავს რომ საუკეთესო ხარ და უცხოეთში უნდა წახვიდე. ჯერ საქართველოში დაამტკიცე რომ ყველას ჯობიხარ. მერე იციან თვითონაც და მენეჯერმაც რომ უცხოეთიდან ნაკრებში მოხვდება და უფრო მეტად გაიყიდება და მეტ ფულს იშოვიან. ნამდვილად არ იყო ცუდი ფეხბურთელი ნიკა და მშვენივრად თამაშობდა დინამოში
11
2
თემურა, სულ არიეს ეს ბიჭი რაა
5
9
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული