რუსეთის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში "კრილიამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა.
ამრიგად, "თათრები" 18 ტურის თავზე 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას კი 26 თებერვალს, "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავენ.
უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს "კრილიას", რომელსაც 27 ქულა დაუგროვა და მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი იმავე 26 თებერვალს "როსტოვის" პირისპირ ჩაატარებს.