რა ხდება ჩაკვეტაძის თავს? - ვანჰეზებრუკის უნდობლობა

AutoSharing Option
დღეს, 12 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" "გენკს" უმასპინძლებს. ქართველ ნახევარმცველს განაცხადში ისევ ვერ ვხედავთ.

Voetbalnieuws-ი წერს:

"ვანჰეზებრუკი თავის ძირითად არჩევანს მას შემდეგ უბრუნდება, რაც ხუთშაბათს, კონფერენს ლიგის შეხვედრაში (1:0 "ფლორასთან") შანსი სათადარიგოებს მისცა.

გამარჯვების გოლის მიუხედავად, ჯანი ბრუნო განაცხადში მაინც არაა, ისევე როგორც ჩაკვეტაძე, ოპერი, მბოიო, სისე და ბაიო."

"გენტს" კარგი პერიოდი აქვს - ის ერთადერთი ბელგიური კლუბია, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობას აგრძელებს, ხოლო ჟუპილერ ლიგაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა (რამდენიმე ტურის წინ მე-12 პოზიციაზე იყო) და 27
ქულით მე-6 ადგილზეა. დღეს გამარჯვების შემთხვევაშიც, გიორგის გუნდი ხუთეულში შესვლას ვერ მოახერხებს, რადგან "ანდერლეხტს" 4 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე ბოლო დროს იშვიათად თამაშობს - ერთთვიანი პაუზის შემდეგ, კონფერენს ლიგის შეხვედრაში, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, თუმცა ახლა განაცხადში ისევ არაა...

altგაგიკვირდებათ და, ვანჰეზებრუკმა ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა

altჩაკვეტაძე 1 თვის შემდეგ, ქეცბაიასა და ვაისის რთული მისიები - ქართველების ევროტურნირები

მკითხველის კომენტარები / 8 /
ფაქტია, ამჟამად მეტი არ შეუძლია! თავს ზევით ძალა არ არის!
SILVERMARCS
16:47 12-12-2021
0
ზოგ-ზოგიერთების მიკვირს რა,უნდა წავიდნენო რომ წერენ,სად უნდა წავიდნენ,ნინიას ბაღი ხომ არაა.მილიონი ნიუანსია--დაწყებული კონტრაქტიდან.
კახა ქ.
16:07 12-12-2021
0

სიახლეები პოპულარული