ევროპა ლიგა
ოთარ კიტეიშვილის ტრავმამ "შტურმზე" ნეგატიურად იმოქმედა - ქართველი ნახევარმცველის გარეშე გრაცელებს საშინელი სტატისტიკა აქვთ და გამარჯვება უჭირთ. მე-6 ტურში ავსტრიელები "მონაკოს" უმასპინძლებენ, თუმცა სატურნირო კუთხით ეს შეხვედრა არცერთი გუნდისთვის მნიშვნელოვანი არაა - "შტურმი" ბოლო ადგილზე დარჩება, ფრანგებს კი პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვთ.
ამ ჯგუფში მეორე დაპირისპირება სერიოზულია - "სოსიედადი" პსვ-ს უმასპინძლებს და ოთხეულიდან გასასვლელად მხოლოდ
ლაშა დვალსა და გიორგი ხარაიშვილს საერთოდ არ ენდობიან, "ფერენცვაროში" კი, რომელიც გასულ წელს ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა, უკანასკნელი ტურის წინ ქულის გარეშეა. უნგრელების მეტოქე "ლევერკუზენია", რომელიც "ბეტისთან" ერთად უკვე შემდეგ ეტაპზეა.
კონფერენს ლიგა
რანგით მესამე ტურნირზე ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" სერბულ "პარტიზანთან" სტუმრობაა. კვიპროსელებს გამარჯვება აუცილებლად სჭირდებათ და თანაც, პარალელურად, გიორგი ჩაკვეტაძის (რომელიც მოედანზე 1 თვეა, არ გვინახავს) "გენტის" იმედად უნდა იყოს, რათა ისინი ესტონურ "ფლორასთან" არ დამარცხდნენ. ბელგიელებს პლეი-ოფი გარანტირებული აქვთ.
მატჩამდე თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ იმედია, 2008 წლის ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე განვითარებულ სცენარს აღარ ვიხილავთ და ფამაგუსტელები ჯგუფიდან გასვლას შეძლებენ. გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას შეხვედრაში მონაწილეობას ველით, თუმცა ამ ტურნირზე ბოლო დროს მეკარე ცურის ვხედავთ.
ორივე მატჩი 21:45 საათზე დაიწყება.
დავით ხოჭოლავას (რომელსაც მშვენიერი სეზონი აქვს) "კოპენჰაგენი" უკვე შემდეგ ეტაპზეა, ვლადიმირ ვაისის "სლოვანს" კი მათთან გამარჯვება აუცილებლად სჭირდება, რადგან პარალელურად "პაოკი" (რომელსაც ნიკა ნინუა ეკუთვნის) "ლინკოლს", დიდი ალბათობით, დაამარცხებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვაისმა საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდი ისევ გაიხსენა:
"გურამ კაშია, ჯოერი დე კამპსი და ლუკაშ პაუშჩეკი ავად არიან. მასპინძლებს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავთ, თუმცა თამაშის შესაძლებლობა სხვებსაც ექნებათ. მათ გუნდში ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებიც შანსის გამოყენებას ეცდებიან.
ამ მოედანზე ქართველებთან ერთად (1:5) დავმარცხდი. 1:1-ზე კარგად ვითამაშეთ, მერე მოჩვენებითი პენალტი დაგვიდეს და წავაგეთ. ყველა მატჩი განსხვავებულია. დღეს მე აქ საკლუბო დონეზე, სხვა ფეხბურთელებთან ერთად ვარ".
ჯაბა კანკავა სასტარტოში უნდა იყოს, შეხვედრა კი ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ქეცბაიას ბელგრადში გამარჯვება სჭირდება - მატჩს ქართველები განსჯიან
ჩაკვეტაძე "ფლორასთან" მატჩის განაცხადში შეიყვანეს
ვაისი: ყველანი კანკავას და კაშიას მსგავსები რომ იყვნენ, "სლოვანი" სულ სხვა გუნდი იქნებოდა
რომ ძირითადში მყარად დაიმკვიდროს!!!