უკვე ყველამ აღნიშნა, რომ კვარაცხელიას მეორე სეზონის სინდრომი აქვს. გასაგებია, რომ ხვიჩას ძალიან ეწყინა, როცა "რუბინი" ვერ დატოვა. თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია მოთამაშის შეზღუდვა იმ ინფორმაციისგან,
დარჩა მხოლოდ ეროვნული ნაკრები, სადაც კვარაცხელიამ გაიბრწყინა - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თავი მშვენივრად წარმოაჩინა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩები დაასრულა და ამხანაგურ შეხვედრებში ფეხბურთელებს არავინ აკვირდება. კვარაცხელია ნაწყენია, რომ რუსეთის ჩემპიონატში ჩარჩა და პერსპექტივა არ ჩანს - ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია".
რაც შეეხება "რუბინს" - გუნდს შემქმნელი მოთამაშეები აკლია - მათი შეტევები ფლანგიდან არაზუსტი პასით ან შორეული დარტყმით სრულდება.
მომზადებულია kazanfirst-ის მიხედვით
სატრანსფერო ფანჯარა:
საფრანგეთი - 1 იანვარი - 31 იანვარი;
ინგლისი - 1 იანვარი - 31 იანვარი;
იტალია - 2 იანვარი - 31 იანვარი;
ესპანეთი - 1 იანვარი - 2 თებერვალი;
გერმანია - 1 იანვარი - 2 თებერვალი.