"ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია" - kazanfirst ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" 2021 საფეხბურთო წელი მე-10 ადგილზე დაასრულა. უკანასკნელ 3 შეხვედრაში გუნდი საერთო ანგარიშით 3:7 დამარცხდა. კონფერენს ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "რუბინმა" 14 მატჩი გამართა, საიდანაც ნახევარში დამარცხდა, 4-ში ფრედ ითამაშა და მხოლოდ სამში გაიმარჯვა. შეგვიძლია ვისაუბროთ ტრავმებსა თუ სხვა მიზეზებზე, თუმცა ფაქტია, რომ სლუცკის გუნდმა სეზონის ნახევარი მთლიანად ჩააგდო და რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს აღმაფრენას მეორე ნაწილშიც.

უკვე ყველამ აღნიშნა, რომ კვარაცხელიას მეორე სეზონის სინდრომი აქვს. გასაგებია, რომ ხვიჩას ძალიან ეწყინა, როცა "რუბინი" ვერ დატოვა. თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია მოთამაშის შეზღუდვა იმ ინფორმაციისგან,
რომელიც მის გარშემო ტრიალებს. ცხადია, ის ბაზაზე იმყოფებოდა და "მილანის", "ბაიერნისა" და "ტოტენჰემის" შესახებ ჭორებს უსმენდა. შემდეგ ის რჩება ყაზანში, კლუბი კი ევროპული შეჯიბრებიდანაც ვარდება, სადაც მისი ტრანსფერი უფრო მომგებიანად იყო შესაძლებელი. 

დარჩა მხოლოდ ეროვნული ნაკრები, სადაც კვარაცხელიამ გაიბრწყინა - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თავი მშვენივრად წარმოაჩინა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩები დაასრულა და ამხანაგურ შეხვედრებში ფეხბურთელებს არავინ აკვირდება. კვარაცხელია ნაწყენია, რომ რუსეთის ჩემპიონატში ჩარჩა და პერსპექტივა არ ჩანს - ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია".

რაც შეეხება "რუბინს" - გუნდს შემქმნელი მოთამაშეები აკლია - მათი შეტევები ფლანგიდან არაზუსტი პასით ან შორეული დარტყმით სრულდება.

მომზადებულია kazanfirst-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 27 /
ხვიჩა მომავალი წლიდან ისევ ჩვეულ ფორმაში იქნება!!! პირადად ჩემთვის მთავარია, რომ ნაკრებში ბოლომდე იხარჯება და საუკეთესოდ თამაშობს... წარმატებები ხვიჩას!!!
tngh
13 დეკემბერი 2021 14:55
1
ძალიან მიყვარს ეს ბიჭი , მაგის გულისთვის ბევრჯერ რუბინის თამაშსაც მიყურებია, მაგრაამ ლოკომოტივიდან რომ გამოაგდეს რუბინმა შეიფარა და ყველანაირად ხელი შეუწყო, სამარტლიანად თუ ვიმსჯელებთ არცერთ გუნდში არ გადავიდოდი რუსეთში, ან ევროპა ან რუბინი, ცოტა დიდი წარმოდგენები არ უნდა შეიქმნა შენ თავზე, იშრომე იწვალე და ყველაფერი თვითონ მოვა, ფეხბუღტელის გაფუჭებაში რუსებს ბადალი არ ყავთ ეგ თავიდან უნდა ეფიქრა სადაც გარბოდა.
gio
13 დეკემბერი 2021 10:44
0
ჯერ კიდევ როდის ვიძახდი, რომ რუსები ისევე მოუსპობენ კარიერას ამ ბიჭს, როგორც საბა კვირიველიას, ჯანო ანანიძეს და სხვ. არ გაუშვებენ არსად არც ამ სეზონში.
qomagi
13 დეკემბერი 2021 10:12
9
რუსები უსპობენ კარიერა? თუ დახამებული აგენტი და ოჯახი? ტიპს ჯერ არაფერი არ გაუკეთებია და უკვე გაყიდული ჰყავდათ ბაიერნებში და მილანებში იმ აგენტისთვის რო გეკითხა.
კკკ
13 დეკემბერი 2021 15:57
0
ფეხბურთის გარდა, ცოტა ფართოდ შევხედოთ საკითხს, "ზენიტში ვერასდროს ვერ ერთი ქართველი ვერ იქნება, ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია, სხვაგან კიდე შეიძლება. ყველა კომენტარს თან ახლავს აგრესია და ნეგატივი რუსეთის მიმართ(სამართლიანი), და როგორ წარმოგიდგენიათ პუტინის ქალაქში, რუსეთის ეკონომიკის ფლაგმან კომპანიის კუთვნილ კლუბში "გრუზინი"?
დათო
13 დეკემბერი 2021 09:56
4
ზენიტში ქართველი მართლაც ვერ ითამაშებს.თუნდაც იმიტომ რომ რასაც ეგენი დარბიან და ჭიდაობენ,ვერა ქართველი ვერ გაუძლებს.რა თქმა უნდა,კლასითაც უფრო მაღალი კლასის გუნდია.
სოსო
14 დეკემბერი 2021 20:12
0
ცუდი სტატისტიკა აქვს, მთხოვნელიც აღარ ყავს მგონი. სამწუხაროა.ფსიქოლოგიური პრობლემებიცაა აქვს როგორც სჩანს.
ჯუჯი
13 დეკემბერი 2021 09:48
0
"ზენიტში" ვერასდროს ვერც ერთი ქართველი ვერ იქნება, ეს პოლიტიკაა.
სანი
13 დეკემბერი 2021 09:38
1
ესეიგი კოკორინი უნდა იყოს იტალიაში და კვარაცხელია ზენიტში ან სპარტაკში ხომ
Asteroid
13 დეკემბერი 2021 03:47
3
ეს კვარაცხელია საერთოდ რას თამაშობს ძალიან ცუდია როგორც ფეხბურთელი და პიროვნულად უსაშინელესი თანაც,ყველასთან იქედნურად იქცევა,მე რა თანხასაც ვიღებ არც კი დაგესიზმრებათო ასე თქვა ამ უტიფარმა..
ტარო
12 დეკემბერი 2021 22:35
28
არასწორ ინფორმაციას ნუ ავრცელებ. პირიქით როცა ხელფასზე ჰკითხეს ძალიან თავმდაბლურად უპასუხა ფული არ მაინტერესებსო. რეალური ინფორმაციები იკითხეთ და მოუსმინეთ ფეხბურთელის ინტერვიუებს თუ გაინტერესებთ რათქმაუნდა, თუ არადა ჭორებს ნუ უგონებთ, ვინმე მაინც დაიჯერებს და ცოდოა :დ
.
13 დეკემბერი 2021 18:04
0
რა ბოღმა გჭირს ამ ბიჭის ვიღაც ძალაში არ იყოს. მარტო ბოღმით სავსე ბოროტი თუ იტყვის იმას რომ ხვიჩა თურმე ვერაა კარგი ფეხბურთელი))) და ვერც პიროვნება))). ძალიან კარგი ფეხბურთელია და პიროვნება ძალიან საყვარელი.
ტაროს
13 დეკემბერი 2021 08:55
3
ყველა გამოხმაურება
მხოლოდ ბრიყვები ვერ ხვდებიან,რა თქმა უნდა ,უნდა წავიდეს თუნდაც ანორთოზისში.ქეცბაია მაგას უშველის,ერთად მაგარ შედეგს დადებენ და მერე ვნახოთ.ღმერთმა სიკეთე მისცეს.
ilia
12 დეკემბერი 2021 21:57
11
სამწუხაროდ ჯერ ისიც არ დაუმტკიცებია რომ ზენიტში თამაშს იმსახურებს, უყურეთ ჩელსისთან ზენიტის თამაშს და გულახდილად თქვით რომელ ზენიტის ფეხბურთელს ჯობია?!
Semi
12 დეკემბერი 2021 19:55
22
მოტივაცია დაკარგა ოცი წლის ბიჭმა. როდესაც რაღაცას მიაღწევ აუცილებელია წინსვლა. რუსებმა კი ის სპეციალურად გადამეტებული ფასით გააჩერეს. ბორბალში დრინის გაჩხერა კარგად გამოსდით.
დათო
12 დეკემბერი 2021 23:59
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული