"ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია" - kazanfirst ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინმა" 2021 საფეხბურთო წელი მე-10 ადგილზე დაასრულა. უკანასკნელ 3 შეხვედრაში გუნდი საერთო ანგარიშით 3:7 დამარცხდა. კონფერენს ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "რუბინმა" 14 მატჩი გამართა, საიდანაც ნახევარში დამარცხდა, 4-ში ფრედ ითამაშა და მხოლოდ სამში გაიმარჯვა. შეგვიძლია ვისაუბროთ ტრავმებსა თუ სხვა მიზეზებზე, თუმცა ფაქტია, რომ სლუცკის გუნდმა სეზონის ნახევარი მთლიანად ჩააგდო და რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს აღმაფრენას მეორე ნაწილშიც.

უკვე ყველამ აღნიშნა, რომ კვარაცხელიას მეორე სეზონის სინდრომი აქვს. გასაგებია, რომ ხვიჩას ძალიან ეწყინა, როცა "რუბინი" ვერ დატოვა. თანამედროვე სამყაროში ძალიან რთულია მოთამაშის შეზღუდვა იმ ინფორმაციისგან,
რომელიც მის გარშემო ტრიალებს. ცხადია, ის ბაზაზე იმყოფებოდა და "მილანის", "ბაიერნისა" და "ტოტენჰემის" შესახებ ჭორებს უსმენდა. შემდეგ ის რჩება ყაზანში, კლუბი კი ევროპული შეჯიბრებიდანაც ვარდება, სადაც მისი ტრანსფერი უფრო მომგებიანად იყო შესაძლებელი. 

დარჩა მხოლოდ ეროვნული ნაკრები, სადაც კვარაცხელიამ გაიბრწყინა - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თავი მშვენივრად წარმოაჩინა. თუმცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩები დაასრულა და ამხანაგურ შეხვედრებში ფეხბურთელებს არავინ აკვირდება. კვარაცხელია ნაწყენია, რომ რუსეთის ჩემპიონატში ჩარჩა და პერსპექტივა არ ჩანს - ერთადერთი პერსპექტივა "ზენიტი" ან "სპარტაკია".

რაც შეეხება "რუბინს" - გუნდს შემქმნელი მოთამაშეები აკლია - მათი შეტევები ფლანგიდან არაზუსტი პასით ან შორეული დარტყმით სრულდება.

მომზადებულია kazanfirst-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 27 /
სამწუხაროდ ჯერ ისიც არ დაუმტკიცებია რომ ზენიტში თამაშს იმსახურებს, უყურეთ ჩელსისთან ზენიტის თამაშს და გულახდილად თქვით რომელ ზენიტის ფეხბურთელს ჯობია?!
Semi
19:55 12-12-2021
22
ხვიჩა დიდი ხანია მიხვდა, რომ უნდა წავიდეს რუსეთიდან. თებერვალში უკვე აღარ იქნება რუსულ კლუბში.
სატრანსფერო ფანჯარა:
საფრანგეთი - 1 იანვარი - 31 იანვარი;
ინგლისი - 1 იანვარი - 31 იანვარი;
იტალია - 2 იანვარი - 31 იანვარი;
ესპანეთი - 1 იანვარი - 2 თებერვალი;
გერმანია - 1 იანვარი - 2 თებერვალი.
ქ. გ.
15:49 12-12-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული