- გასული სეზონის შემდეგ "რუბინზე" დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ორი მოგება აქვთ. არის თუ არა გუნდში კრიზისი?
- გარკვეულწილად - არის. მეჩვენება, ეს გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთი მოთამაშე წავიდა, ბევრი კი მოვიდა. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ისევე ავადდება, როგორც ადამიანი. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რა არის წარუმატებლობის მიზეზი. დარწმუნებული ვარ, რომ სლუცკის ვარჯიშის პროცესისადმი მიდგომა იგივე დარჩა.
- ცუდი შედეგების გამო დაიწყო საუბრები იმაზე, გადადგეს თუ არა სლუცკი. თქვენი პოზიცია როგორია?
- გადადგომა მხოლოდ
- სლუცკიმ კონტროლი დაკარგა?
-გარედან მეჩვენება, რომ არ დაუკარგავს. სლუცკისთვის გუნდი მისი ოჯახია. კონტროლის დაკარგვა მაშინ ხდება, როცა რაიმე სკანდალია. ვერ ვიტყვით, რომ მოთამაშეებს მონდომება აკლიათ.
მაგალითად, კვარაცხელიაზე ვისაუბროთ - ხვიჩა შარშანდელზე ცუდად ასპარეზობს, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ასე სურს. რაღაც უბრალოდ არ გამოსდის. სადღაც ფიზიკური პრობლემები აქვს, სადღაც - ფსიქოლოგიური.
- ზამთრის პაუზა დაეხმარება კლუბს, ლიდერობისთვის ბრძოლას დაუბრუნდეს?
- აუცილებლად. ბაზაზე მომზადება და სლუცკის მაღალი კვალიფიკაცია მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
შეგახსენებთ, ზამთრის შესვენების წინ ყაზანელებს მხოლოდ 22 ქულა აქვთ და მე-10 ადგილს იკავებენ.
"კვარაცხელია შეუცვლელი აღარაა" - რუსები ხვიჩას, ბაკაევისა და დრაიერის როლებზე წერენ
მაშინ იგნატიევი ათამაშონ - რუსები კვარაცხელიას თამაშსა და შეცვლას ირონიულად ეხმაურებიან