ნინუა 2-3 კვირაში თამაშში შეძლებს - ნიკა "საკუთარ" გუნდს დაუბრუნდა

AutoSharing Option
ბერძნული "პაოკი" ნიკა ნინუას დაიბრუნებს.

ქართველი ნახევარმცველი სალონიკში ჩავიდა და მუცლის არეში არსებული პრობლემის გამო, გამოჯანმრთელების პროცესს აქ გააგრძელებს. ხსენებული მიზეზით, 25 სექტემბრის შემდეგ, ის მოედანზე აღარ გამოჩენილა.

Metrosport-ის ინფორმაციით, "ანორთოსისთან" მოსაგვარებელი მხოლოდ ფორალობები დარჩა და დაახლოებით 2-3 კვირაში ნიკა ბერძნულ კლუბის მაისურით თამაშს შეძლებს. 

ნინუას საბერძნეთში ნაკლები შანსი ეძლეოდა, თუმცა მან თავის დამკვიდრება ვერც თემურ ქეცბაიას გუნდში შეძლო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა, რომ 22 წლის ნახევარმცველის დამატების სურვილი ყოფილ კლუბს, თბილისის "დინამოს" ჰქონდა.

altნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline

altქეცბაია: ნინუას აქ

ყოფნით ბედნიერნი არ ვართ და თავადაც არაა კმაყოფილი


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
არასწორი ტრანსფერის მაგალითი რომ მინდა დავასახელო, მაგალითად ყოველთვის ნინუა მომყავს, რადგან ასეთი შეცდომა ყველამ გაკვეთილად უნდა მიიღოს და არსად წავიდეს თუ თამაშის 60% გარანტია მაინც არ ექნება, რადგან ჯობია ჭიათურის მაღაროელის ძირითადში თამაშობდე, ვიდრე ტოპ კლუბის სათადარიგო სკამზე იჯდე.
ჟორა გაბრიჭიძე
18 დეკემბერი 2021 18:42
1
ჭიათურის მაღაროელს ნუ ეხუმრები, არც მასეა საქმე
გია
18 დეკემბერი 2021 20:27
1
რა გჭირთ ტო, ასე როგორ იშლებით და ნადგურდებით ყველა. ყველას რაღაც გტკივათ გაწუხებთ ზოგს ფეხი ზოგ მუცელი ზოგს ფსიქოლოგია ზოგს დარდები. რა უბედურებაა
ბაჩო
19 დეკემბერი 2021 11:31
1

სიახლეები პოპულარული