კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ანორთოსისმა" გასვლაზე 2:0 დაამარცხა აუტსაიდერი "ეთნიკოსი".
ფამაგუსტურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ლორიამ, ხოლო ნიკა კაჭარავა შესვენებამდე იყო მოედანზე. ორივე გოლი მეორე ტაიმში ეგვიპტელმა ნახევარმცველმა ამრ ვარდამ გაიტანა.
"ანორთოსისს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 19 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ "აპოლონს" 10 ქულით ჩამორჩება და 22 დეკემბერს სტუმრად "პაეეკს" შეხვდება.
ნამატჩევს კომენტარი "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა: "რთული შეხვედრა მოვიგეთ. ვთვლი, რომ ჩემი ფეხბურთელები მილოცვას იმსახურებენ. მეტოქე დავჯაბნეთ და მომენტი არ შევაქმნევინეთ. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
ევროტურნირს გამოვეთიშეთ, ახლა
ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულები, კარგია, რომ ზედიზედ ორი გამარჯვება მოვიპოვეთ. ევროპაში რაღაცის მიღწევა გვინდოდა, რაც არ გამოგვივიდა, მაგრამ მოთამაშეთა ძალისხმევით კმაყოფილი ვარ. ჩემპიონატზე და თასზე გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ".
ევროტურნირს გამოვეთიშეთ, ახლა