კაკაბაძემ ისევ თითქოს ზარბაზნიდან გაისროლა და ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მას შემდეგ, რაც "კრაკოვიას" მწვრთნელად მიხილ პრობერის ნაცვლად იაცეკ ზელინსკი დანიშნეს, საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში დამკვირდა და გუნდის თავკაცს იმედებს უმართლებს.

კაკაბაძემ პოლონეთის ექსტრაკლასა მე-15 ტურში "რაკუვს" შორიდან გაუტანა, დღეს კი იგივე მე-19 ტურში ვროცლავში "შლიონსკთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (2:0) გაიმეორა. ოთარმა ჩემპიონატის 8 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"კრაკოვია" 26 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 იანვარს ჩემპიონატის ლიდერს, ნიკა კვეკვესკირის "ლეხს" უმასპინძლებს.

geo-fans 07-ის ვიდეო

მკითხველის კომენტარები / 7 /
აქამდე საკმაოდ არასტაბილური იყო ეს ბიჭი, ნაკრებშიც და კლუბებშიც, სადაც უთამაშია, არადა ნიჭი აშკარად აქვს. იმედია, ჩამოყალიბდება მაღალი დონის სტაბილურ მოთამაშედ. ნაკრებში ასეთები ძალიან გვჭირდება.
merabi-1960
00:18 19-12-2021
0
მგონი მთელ კარიერაში არ გაუტანია ამდენი გოლი,რამდენიც ამ სეზონში გაიტანა.თან გოლიც ხომ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეს მართლაც დიდებული გოლებია და ასეთი დარტყმები ძალიან სჭირდება ჩვენს ნაკრებსაც.ვულოცავ ოთარს.
სოსო
00:12 19-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული