ოქრიაშვილი მოედანზე არც კი იყო და 46-ზე შეცვალეს - კვიპროსული გამოხმაურება

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში "აპოელი" "აპოლონს" დაუზავდა - 1:1. შეხვედრაში მონაწილეობა 4-მა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. მასპინძელთა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია 46-ე წუთზე შეცვალეს, მურთაზ დაუშვილი კი მოედანზე 73-ზე შევიდა. რაც შეეხება სტუმართა ჩვენებურებს - რევაზ ინჯგიამ დასკვნითი 7 წუთი ითამაშა, გიორგი პაპუნაშვილი კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

Protathlima წერს:

"თითქოს, ოქრიაშვილი მოედანზე არც კი იყო, რამაც სოფრონის ავგუსტისი აიძულა, პირველი ტაიმის შემდეგ შეეცვალა. 

ქართველი შემტევები გამოუსადეგარი იყვნენ და საწყის 45 წუთში გუნდს ვერაფრით დაეხმარნენ."

"აპოლონი" 17 ქულით მე-7
ადგილზეა, წელს კი 26 დეკემბერს, "ომონიას" მასპინძლობით დაასრულებს. ეს შეხვედრა გადადებული იყო, რაც შეეხება 29 ქულით ლიდერ "აპოლონს", ისინი 2022 წლამდე აღარ იასპარეზებენ.

altოქრიაშვილი მომჯობინდა, დაუშვილი მზად არაა - "წინა ხაზზე ქვილითაია ითამაშებს"

altკვიპროსული მედია ოქრიაშვილისა და დაუშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს

altოქრიაშვილის ულამაზესი გოლი, დაუშვილის მძიმე ტრავმა და "აპოელის" რთული გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
Გია ბაბუა ავტოგრაფიც ხო არ გინდა
ბაბუაწვერა
19:51 20-12-2021
0
დაწერს ეხლა ერთი ფანტაზიორი ოპტიმისტი-,,იქუხებს კიდევ ტაში ოვაციები"...ხედავთ ეხლა ვინ ვინ არის?გამოჩნდა ვისი იმედი გვაქ და ილუზიებში რო ვართ?ესენიც რუსეთმა გააფუჭა,აგენტმა არ წაიყვანა ბარსა და რეალი რო ეძახდნენ?ჯერ ჯერობით ჰორიზონტზეც არ ჩანს ქართველი ტოპ ფეხბურთელი და უახლოეს 5 წელიწადშიც არ გამოჩნდება თუ ასე წავიდა ქართულ ფეხბურთში საქმე.
Ეს არი სიმართლე თორე ვიყოთ ფანტაზიებსა და ილუზიებში,ვაგინოთ რუსებს,ჯუღელს და ვიძახოთ:,,კიდევაც იქუხებს ოვაციები,ტაში და ზალპი"...
ბაბუაწვერა
16:32 19-12-2021
7

სიახლეები პოპულარული