"რაც მალე წავა ხვიჩა "ევერტონში", მით უკეთესი - ეს შესაძლებელია" - კოლოსკოვი და კანჩელსკისი მომავალ ტრანსფერზე

AutoSharing Option
ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით პრემიერლიგის გუნდების დაინტერესების თაობაზე. ყველაზე მეტად "ევერტონი" აქტიურობს. ეს liverpoolecho-მაც
დაადასტურა. footballtransfertavern-ი კი იტყობინება, რომ ლივერპულური გუნდის ფანები მომავალ თვეში ქართველის შეძენას მოითხოვენ, რამეთუ მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ შემტევად მიიჩნევენ.

РБ Спорт-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა, ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რუსული ფეხბურთის რუხმა კარდინალმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთა:

"ევერტონი" "რუბინზე" ყველაფრით უკეთესია. ეს ხვიჩასთვის წინგადადგმული ნაბიჯია. პრემიერლიგაში თამაშის საშუალება ყველას როდი ეძლევა. ვფიქრობ, ინგლისში კარგა ხანს მოუწევს ჩემპიონატთან
ადაპტირება. ხვიჩას კარგად გამოსდის თავისუფალ სივრცეში თამაში, სადაც თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს: დრიბლინგს, სისწრაფეს. რაც მალე წავა, მით უკეთესი".

ამავე გამოცემასთან კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე "მანჩესტერის" და "ევერტონის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა ისაუბრა:

"ხვიჩას "ევერტონში" გადასვლა შესაძლებელია. იქ ჩვენი თანამემამულეები მუშაობენ. ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. თუ ენას სწრაფად ისწავლის, ახალ ვითარებას შეეგუება და პრემიერლიგაში ადაპტირებას სწრაფად შეძლებს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
რადგანაც კოკლოსკოვი ხვიჩას გადასვლას ევერტონში არ ეწინააღმდეგება და პირიქით, მისი დროულად წასვლის მომხრეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვიჩას მწვანე აუნთეს. ეს კი როგორც ჩანს,აბრამოვიჩის და კიდევ ერთი რუსი მილიარდერის ინტერესია, მათ ევერტონზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. როგორც ჩანს,საიმანოვს აწვებიან 15 მლნ.დოლარად გაყიდოს.ეტყობა ამის გამო წამოიკნავლა საიმანოვმა 20 მლნ.დოლარს თუ გადაიხდიან წინააღმდეგი არ ვიქნებიო. რასაც უბრძანებენ იმას გააკეთებს.საიმანოვს არ გამოუვა ვაჭრობა, ალბათ ხვიჩაში 15-ს გადაუხდიან. ერთი ჩანაფიქრიც უნდა ქონდეს აბრამოვიჩს, ხვიჩას ერთი წელი შეასწავლიან თანამედროვე ფეხბურთის ანაბანას ევერტონში და მერე ჩელსიში ასევე იაფად გადაიყვანენ. კოლოსკოვმა.უკვე იცის, რომ ხვიჩას გარკვეული პერიოდი მოამზადებენ და მერე ათამაშებენ ძირითადში. კანჩელსკი კიდე იმაზე მიუთითებს, რომ ხვიჩამ ინგლისური ენა სასწრაფოდ უნდა შეისწავლოსო. მთელი რუსეთი აღიარებს ხვიჩას გენიოსობას და კოლოსკოვის ავტორიტეტიც დიდია.ასე იქნება ეს,აგერ თქვენ და აგერ მე.ხვიჩას კონტრაქტში ვერც ჯუღელი ჩაერევა.საფიქრებელი ის იქნება ხვიჩას კონტრაქტის პირობები კაბალური არ იყოს.კარგია პრემიერ ლიგა, მაგრამ მაინც შარია რუსული გარემოცვა
გიგა
02:45 24-12-2021
0
არ მესმის რატომ უნდა წერო უარყოფითი კომენტარები კვარაცხელიაზე.უნიჭიერეს ბიჭზე, რომელიც ახლა იწყებს კარიერას და რაც კარგი გააკეთა ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ მისით გააკეთა.
ჯერ იყო და ფასი რატომ გადევს 18 მილიონიო იმას გადააყოლეს, არადა ტრანსფერმარკეტმა დაადო ეგ ფასი და ხვიჩა რა შუაშია, მერე ნაკრებში ვერ ჩამოვიდა ტრავმის გამო და ნახევარმა საქართველომ ზედ გადაუარა, სულ მოღალატე ეძახა, ახლაა და ამ ჭორებს გადააყოლეს.
ჩამოყალიბდით რა გინდათ. დაიწეროს ეგ ჭორები თქვენ რამე გაკლდებათ?
უცხოელი ჟურნალისტები წერენ ამ ჭორებს და მიიღეთ ჩვეულებრივ მოვლენად. ყველა ფეხბურთელზე იწერება აქ გადადის იქ გადადის, თუ არ და ვერ გადავა სხვა გუნდში, თქვენ არავინ დაგაბრალებთ. თავის თავს მიხედავს თვითონ
ერთი რაც შეუძლია და ევალება გულშემატკივარს გამხნევებაა და ამის გარდა ყველაფერს აკეთებს აქაური "ფანობა".
რუსისგან რა უნდა გამიკვირდეს.
Winter
17:50 20-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული