კვეკვესკირი: გავისროლე და ეს ჩვენთვის ბედნიერად დასრულდა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში, "გურნიკთან" მოგებულ საშინაო მატჩში (2:1), "ლეხის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გოლი გაიტანა და მწვრთნელის, მაცეი სკორჟას შექებაც დაიმსახურა. მან თქვა, რომ რთულ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ქართველის ძალისხმევით შესვენებამდე ანგარიშის გათანბრება შეძლეს. კომენტარი კვეკვესკირმაც გააკეთა.

"ნამატჩევს ისე გახარებული ვიყავი, რომ ის მომენტი არც მახსოვს. დღესასწაულების წინ ძალიან გვინდოდა ჩვენი გულშემატკივრებისთვის გამარჯვება მოგვეპოვებინა და ახლა სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს. "მეშახტეებსაც" შესანიშნავი შანსები ჰქონდათ, თუმცა, როდესაც ყველაზე მეტად საჭირო იყო, მეკარე ფილიპ ბენდარეკმა გადაგვარჩინა. იგივეს თქმა მთელ გუნდზე შეიძლება,
რომელსაც გამარჯვებისა ბოლომდე სჯეროდა.

ჩემი გოლის წინ ბევრი აზრი მქონდა, ცალი თვალით ვიყურებოდი, რომელიმე პარტნიორი უკეთეს პოზიციაზე ხომ არ იმყოფებოდა. უკეთესი ვარიანტი ვერ გამოვნახე და გავისროლე. ეს ჩემთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის ბედნიერად დასრულდა", - ციტირებს კვეკვესკირს პოზნანური კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი ხარ ,ნიკოლოზ . ყველაზე კლასნი ფეხბურთელი ,ჩვენს ნახ დაცვაში.
ლშა_იუვენტინო
09:46 20-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული