"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ

AutoSharing Option
footballinsider247-მა გუშინ დაწერა, რომ "ვესტ ჰემს" საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს და ტრანსფერთან დაკავშირებით ყაზანურ გუნდს უკვე გაესაუბრა.

აღნიშნულის შესახებ სტატია ცნობილმა რუსულმა საიტმა Championat.com-მა მოამზადა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მასალას არაერთი კომენტარი აქვს და უმეტესობა მათგანი ცინიკური გახლავთ... გთავაზობთ რამდენიმე აქტუალურ კომენტარს:

"100%-იანი უნდა "ვესტ ჰემს", იქ ხომ 2 კლოუნი უკვე არის, ერთიმეორეზე სასაცილოები და ახლა მესამე სჭირდებათ..."

"დაიწყო კიდევ ერთი ზღაპარი, ამჯერად წინასაახალწლო. ხვიჩას მამიკო, რამდენი გა
დაიხადე, რომ ეს დაეწერათ?"

"ევერტონმა, ვესტ ჰემმა და საუთჰემპტონმა იციან საერთოდ ამის შესახებ?"

"უფასოდ აიყვანდნენ, მაგრამ მასში 20 მილიონს არ გადაიხდიან";

"ისევ და ისევ ზღაპრები, ის ქუთაისის ტორპედოს დონისაა";

"რატომღაც, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, ყველა ტოპ კლუბს მაშინვე ხვიჩა ახსენდება..."

"ანუ რისი თქმა გინდათ, რომ მილანი, ტოტენჰემი და ბარსელონა მისით უკვე აღარ არიან დაინტერესებულები?"

"საუთჰეპტონის სასტარტოში მოხვედრის უფრო მეტი შანსი აქვს".

მკითხველის კომენტარები / 39 /
არცერთმა ქართველმა რუსეთში არ უნდა ითამაშოს...
ქომაგი
21 დეკემბერი 2021 15:01
14
იყო მასე.კუპერის დროს რუსეთში მოთამაშეებს არ იძახებდნენ,ვიტ-ჯორჯიელი რაზმაძე და კვახაძე ნაკრების შეუცვლელი მოთამაშეები იყვნენ.შედეგი კი კატასტროფული იყო...
Master
21 დეკემბერი 2021 19:01
5
Mასტერ, არასწორი შედარებაა. რუსეთში თამაშს ნაკრებში თამაშს ადარედ. რუსეთში არ უნდა გაუშვა არცერთი ახალგაზრდა ქართველი ტალანტი და ეს უნდა აიკრძალოს კანონით. ნაკრებში კი ყველამ უნდა ითამაშოს.
international
22 დეკემბერი 2021 05:56
2
ამ ყველაფრის მერე რო მაინც რუბინში დარჩება მაგარი ნერვები ქონია... ან ჯუღელი შეცვალე ან კლუბი...რა გჭირს სიმონ...
ტორპედოელი
21 დეკემბერი 2021 16:48
4
კი შეცვლიდა დიდი სიამოვნებით მაგრამ მარტო მაგაზე რომ არ არის დამოკიდებული?
ლევანი
23 დეკემბერი 2021 15:53
0
ხვიჩას,
ვაჟა-ფშაველას სიტყვებია: “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!„
ჩვენ გვჯერა შენი და მადლობელი ვართ, რომ საქართველოს შენნაირი ფეხბურთელები ყავს!
ძლიერი ხარ და შენ ამას ამტკიცებ მოედანზე და კიდევ ბევრჯერაც დაამტკიცებ შენს ძლიერებას!
ზოგი რას იტყვის (დაწერს) და ზოგი რას - ამას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ!
თემური
21 დეკემბერი 2021 18:52
0
უმადური, დაუნახავი და ბოღმიანი არამზადები. დროზე უნდა მოშორდეს ამათ, სანამ რამე ვერაგობას გაუკეთებენ.
რატი
22 დეკემბერი 2021 11:52
2
რავიცი მაგარ ქვეყანაში და მაგარ გუნდში წავიდაო, ბევრი მეკამათა აქ. ჭაობი იყო როგორც ქვეყანა ყოველთვის და ჭაობად დარჩება მუდამ, ეგეთია რუსის ნატურა. იმედია ხვიჩა წავა ზამთარში მაქედან
Io
22 დეკემბერი 2021 02:16
6
ნაწილობრივ ყველა ღირსია ასეთი კომენტარების, ვინც რუსეთში წავა სათამაშოდ. ხვიჩა მაგარია, ღრუსებმა რა იციან, ხურმა რა ხილია.
21 დეკემბერი 2021 15:19
8
რით განსხვავდება ეს კომენტარები იმისგან რაც ჩვენებისგან იწერება ხოლმე? მეზღაპრეობთ და ამას ყველგან ხედავენ. იმდენი არ ქნათ ბაქი-ბუქა გრუზინებმა, რომ ბოლოს დესნაში ამოყოს თავი. მაგალითები კი გაქვთ ბლომად.
odala
21 დეკემბერი 2021 13:59
11
დაუნახავები და შოვინისტები რომ ხართ, იმით.
რატი
22 დეკემბერი 2021 11:58
0
მირანჩუკზე რო არაფერი ვთქვათ ტიპებს გოლოვინი ყავთ,რომელიც რუსული ფეხბურთის კი არა საერთოდ ზოგადად ფეხბურთის მუწუკია. ერთი ამათთან შეგვახვედრა ხვიჩა და ზურიკო რო მოიხევენ მაგათ ჯიქია-ძიუბას კატლეტის ჩეკივით მერე დააკომენტარონ
Levani
21 დეკემბერი 2021 16:32
0
თქვენმა მირანჩუკმა რა ქნა სერია ა-ში? გადარია იტალიელები?
მარი
21 დეკემბერი 2021 15:28
3
მირანჩუკმა და გოლივინმა ხომ გააკვირვეს მოკლედ იტალია და საფრაგეთი.ეს მაგათი სტილია.იმიტომაა რომ ვერავინ ვერ იტანს მაგათ,ასეთი აზროვნების და მსოფხედველობის გამო.
კახა ქ.
21 დეკემბერი 2021 18:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული