footballinsider247-მა გუშინ დაწერა, რომ "ვესტ ჰემს" საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს და ტრანსფერთან დაკავშირებით ყაზანურ გუნდს უკვე გაესაუბრა.
აღნიშნულის შესახებ სტატია ცნობილმა რუსულმა საიტმა Championat.com-მა მოამზადა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მასალას არაერთი კომენტარი აქვს და უმეტესობა მათგანი ცინიკური გახლავთ... გთავაზობთ რამდენიმე აქტუალურ კომენტარს:
"100%-იანი უნდა "ვესტ ჰემს", იქ ხომ 2 კლოუნი უკვე არის, ერთიმეორეზე სასაცილოები და ახლა მესამე სჭირდებათ..."
"დაიწყო კიდევ ერთი ზღაპარი, ამჯერად წინასაახალწლო. ხვიჩას მამიკო, რამდენი გა
დაიხადე, რომ ეს დაეწერათ?"
"ევერტონმა, ვესტ ჰემმა და საუთჰემპტონმა იციან საერთოდ ამის შესახებ?"
"უფასოდ აიყვანდნენ, მაგრამ მასში 20 მილიონს არ გადაიხდიან";
"ისევ და ისევ ზღაპრები, ის ქუთაისის ტორპედოს დონისაა";
"რატომღაც, როგორც კი სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება, ყველა ტოპ კლუბს მაშინვე ხვიჩა ახსენდება..."
"ანუ რისი თქმა გინდათ, რომ მილანი, ტოტენჰემი და ბარსელონა მისით უკვე აღარ არიან დაინტერესებულები?"
"საუთჰეპტონის სასტარტოში მოხვედრის უფრო მეტი შანსი აქვს".
ვაჟა-ფშაველას სიტყვებია: “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!„
ჩვენ გვჯერა შენი და მადლობელი ვართ, რომ საქართველოს შენნაირი ფეხბურთელები ყავს!
ძლიერი ხარ და შენ ამას ამტკიცებ მოედანზე და კიდევ ბევრჯერაც დაამტკიცებ შენს ძლიერებას!
ზოგი რას იტყვის (დაწერს) და ზოგი რას - ამას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ!