"გაგნიძემ მოუმატა - დაღესტნელობის გამო მოსკოვში პრობლემები მქონდა" - "ურალის" ნახევარმცველი

AutoSharing Option
Sport24-თან ინტერვიუში "ურალის" 23 წლის დაღესტნელმა ნახევარმცველმა რამაზან გაჯიმურადოვმა (სურათზე მარცხნივ) თანაგუნდელებზე - ლეო გოგლიჩიძესა და ლუკა გაგნიძეზე და მოსკოვში შექმნილ პრობლემაზე ისაუბრა.

- თქვენ ისევ მეგობრობთ მცველ გოგლიჩიძესა და საყრდენ გაგნიძესთან?
- ლეო ძალიან მშრომელია. მისი "მოტყუება" ადამოვზე ადვილი არაა. იჯარით "კრასნოდარიდანაა", მაგრამ იმედია, ჩვენთან გაჩერდება: კარგი ცაცია მცველები ცოტაა.

გაგნიძემ ჩემ თვალწინ მოუმატა. ბიჭი 18 წლისაა და თუ გინდათ სიმართლე ვთქვა, როდესაც არ თამაშობდა, ისე რა ვარჯიშობდა. იმედგაცრუებული იყო. ეგონა, ყველაფერს ლანგრით მიართმევდნენ. მე და არსენი (ადამოვი) კარგად ვურთიერთობთ ლუკასთან,
რამდენჯერ ვუთხარი: "ირბინე, ირბინე". ართმევაც ეხერხება და კრეატიულიცაა, კარგი მომავალი ელის - თავისუფლად დამკვიდრდება მოსკოვის "დინამოში".

Sportall.Ge

- ეროვნულობის გამო პრობლემები გქონდა?
- მე საერთოდ იშვიათად აღმიქვამენ დაღესტნელად. აი, ცისფერი თვალები მაქვს. ცოტა ცხვირით თუ განვსხვავდები. ადრე მკვეთრად გამოხატული აქცენტი მქონდა.

პრობლემები მოსკოვში მექმნებოდა. ტელეფონი მინდოდა, მაგრამ "ველესში" ხელფასით ვერ გავქაჩავდი. М.Видео-ში სესხი არ მომცეს, რადგან დაღესტნელი ვარ.

"ტინკოფ ბანკიდან" დამირეკეს და ბინის შესაძენად სესხი შემომთავაზეს. საპასპორტო მონაცემები მომთხოვეს. დაბადების ადგილი რომ გაიგეს, მითხრეს: "ბოდიში, დაღესტნელებს არ ვაძლევთ". მაშინ რატომ რეკავდნენ?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ასეთი ვარსკვლავები თუ გყავთ სად არიან ნაკრებში რო ვერ ვხედავ? ენა რო არ გქონდეთ ყვავი წაგიღებდათ
555
22 დეკემბერი 2021 10:38
4
21 წლამდელებში ვერ ჩაუტარა კლასი ინგლისს? :)
დემე
22 დეკემბერი 2021 16:35
0
წადი ბიძია და იჭიდავე თუ ჭიდაობა იცი, ბურთი რა შენი საქმეა
xx
22 დეკემბერი 2021 10:36
6
ჯუღელმა გაზიდა საღორეთში ტალანტები
beqa
21 დეკემბერი 2021 19:54
16
ქება დიდებას კი არ იშურებთ, ამ ფეხბურთელებზე, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, 1 სანაკრებო თამაში ვერ მოგიგიატ და რა ქებაზეა ლაპარაკი
555
22 დეკემბერი 2021 10:35
3
სხვაგან თუ ვთამაშობთ მიტო ვწყვეტთ ვარსკვლავებს, რუსეთში სათამაშო დრო მაინც აქვთ, ხელფასი ნორმალური. რუსეთში წასვლას ჯობია საქართველოში დარჩნენ მართალი ხარ,რა ჯობია აქ მოედანზე სიარულს. დაეშვით ცოტა მიწაზე და რეალურად შეაფასეთ ქართული ფეხბურთს შესაძლებლობები.
A
22 დეკემბერი 2021 10:03
4
ყველა გამოხმაურება
ქსენოფობიის მიუხედავად მათ კი არა ზოგიერთ ჩვენგანსაც ძალიან უყვარს რუსეთი :)
დემე
21 დეკემბერი 2021 19:44
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული