"გენტი" ჩაკვეტაძეს თასზეც არ ათამაშებს

AutoSharing Option
22 დეკემბერს, ბელგიის თასის 1/4-ფინალში, "გენტი" "სტანდარდს" უმასპინძლებს და კვლავ არაა განაცხადში მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძე უკვე რამდენიმე მატჩია არ შეჰყავთ "გენტის" განაცხადში და ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის დატოვება მოუწევს.

გიორგის ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, რა ფორმით მოხდება მისი გასხვისება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
უნდა წავიდეს რუსეთიდან თორემ დაღუპავენ ამ ბიჭს.
odala
21 დეკემბერი 2021 22:33
20
გამოგდის ხუმრობა,რუსოფილო!
არ
22 დეკემბერი 2021 05:09
1
რისეთიდან კი არა ტრინიდადი და ტობაგოდან :D
ნოდო
21 დეკემბერი 2021 23:08
4
სამწუხაროდ ჩაკვეტაძის ამბავი უკვე ძალიან ემზგავსება ყენიას ისტორიას ((
ლაშა
21 დეკემბერი 2021 22:30
1
ქვილითაიასაც გრძელვადიანი კონტაქტი ქონდა და ბერიძესაც მაგრამ როცა კლუბმა აღარ მოიდომოს თანამშრომლობით ძალიან მარტივად გაწყვიტეს ორ მხრივი შეთახმების საფუძველზე ძაან არ მინდა რომ ზამთარში კლუბი ზამთარში დატოვის ჩაკვემ განა იმიტო რომ გენტზე ვგიჟდები უბრალოდ ზამთარში რთულია ახალი გუნდის პოვნა და ახალ გუნდთან შეთამაშება ზაფხულის ტრანსფერი გაცილებით ჯობია ზამთრის ტრანსფერს და კიდევ არ არის ახლა ფორმაში და ვერ აჩვენებს იმ თამაშს რომ რომელიმე წესიერმა გუნდმა დაიმატოს თუმცა იმდენი მატჩი გამოტოვა უკვე რომ სავსებით რეალურია მისი გაშვება კლუბიდან ამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს((
გიორგი
21 დეკემბერი 2021 22:28
3
სამწუხაროდ როგორც ჩანს ზამთარში კლუბიდან გაუშვებენ ყველაფერი მაქეთ მიდის. ყველაზე ცუდი ისაა რომ ძაან ბუნდოვანია მისი სამომავალო საკლუბო კარიერა ამ შეთხვევაში ახლა არ არის ფორმაში ვერ აჩვენებს იმ თამაშის ხარისხს რაც საჭიროა და სად უნდა გადავიდეს? დიდი ალბათობით საქართველოში დაბრუნდება ან ბელგიაზე და გენტზე გაცილებით დაბალი კლასის კლუბში და ჩემპიონატში გადავა იმედი მაქვს რუსეთის რომელიმე მაჩანჩალა გუნდში ყაზახეთში ან მლსსში არ წავა მაგას ჯობია ქეცბაიასთან წავიდეს კიპრზე ან ბათუმის დინამოში ან თბილისის დინამოში ჩამოვიდეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს ჩემი აზრით ჯობია ქეცბაიასთან გადავიდეს ანირთოსისში იქ ქეცბა დაეხმარება და გვერდში დაუდგება ყველანაირად.
Gio
21 დეკემბერი 2021 22:24
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული