voetbalbelgie-მ ჩაკვეტაძე "გენტიდან" წამსვლელთა შორის დაასახელა

AutoSharing Option
voetbalbelgie-მ ბელგიის ჟუპილერ ლიგის გუნდების ზამთრის სავარაუდო ტრანსფერები გამოაქვეყნა და მათ შორის „გენტის“ დამტოვებელთა შორის გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელა.

მოვლენ: ტომას ფონტეინი (ლორიანი), არტურ გალოიანი (ველესი), ნადირ ბენბუალი (პარადუ)

წავლენ: ჯორდან ბოტაკა, ალექსანდრ დე ბრუინი, ვაკუნ ბაიო, დარკო ლემაჯიჩი, სინან ბოლატი (ფენერბახჩე), რომან ბეზუსი, გიორგი ჩაკვეტაძე

გამოცემა აღნიშნავს, რომ "გენტის" ზოგიერთ ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და უკვე ნაახალწლევს შეუძლიათ სხვა კლუბებთან აწარმოონ მოლაპარკებები.

33 წლის მეკარე ბოლატი კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ თუ მასში სერიოზულ თანხას შესთავაზებენ, გაყიდვაზე უარს არ იტყვიან. თავდამსხმელი
ლორან დეპუატრი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია და მიუხედავად ამისა, მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ. თამაში გამოასწორა უკრაინელმა ნახევარმცველმა რომან ბეზუსმა, მაგრამ არაა გამორიცხული, ნავთსაყუდელის გამოცვლა მოუწიოს. არ გაუშვებენ ფორვარდ ჯანი ბრუნოს, რომელსაც კარგი სტარტის შემდეგ ხშირად არ უწევს მოედანზე გასვლა. ჯორდან ბოტაკასა და ალექსანდრე დე ბრუინს ჯერ კიდევ ზაფხულში უთხრეს, რომ სამომავლო გეგმებში არ ჯდებიან. ალბათ, დაემშვიდობებიან ნიგერიელ შემტევებს - ჩინონსო ემეკას და ადევალე ოლადოიეს.

რაც შეხება ჩაკვეტაძეს, განაცხადში ვეღარ ხვდება, ხელშეკრულებით კი კლუბთან 2024 წლამდეა დაკავშირებული.

მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა განაცხადა, რომ სატრანსფერო საკითხები არ აღელვებს, კლუბის გადასწყვეტია, ვინ უნდა გაუშვან და ვინ უნდა დატოვონ. "გენტმა" ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩიდან 8 მოიგო, სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას და კლუბში ვანჰეზებრუკის მუშაობით კმაყოფილები არიან.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ავსტრიაში სადმე დროზე
0
ეეჰ, რა გჭირს ასეთი, დაწყევლილები ვართ თუ რა გრეხი გვაქ ასეთი, რომ ვერ მოვინანიეთ? ისეთი ფეხბურთლები გვიფუჭდებიან რო, რა ვიცი. ტრავმა თუ ვინმემ მიიღო, მერე ფეხბურთს ვეღარ თამაშობს. პაპუნასვილის მაგალითიც გვეყოფა. მაგრა ათამაშდა ესპანეთში, დაიმტვრა და დაამთავრა კიდეც თამაში, არაბიძესაც იგივე დაემართა, აღარ გავაგრზელებ, რა სჭირს ან ექიმებს ან ბიჭებს. დაწყევლილები ვართ აბა რა
ლევან მაღლაკელიძე
21:21 20-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული