"თუ 20 მილიონ ევროს შემოგთავაზებენ მის სანაცვლოდ?.." - "რუბინის" პრეზიდენტმა "კვარას" სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტამ საიმანოვმა ლეონიდ სლუცკისა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

- მიდის სლუცკი?
- რას გულისხმობთ?

- და ხვიჩაზე რა ხდება?
- ხვიჩაც რჩება!

- და თუ 20 მილიონ ევროს შემოგთავაზებენ მის სანაცვლოდ?
- უარს ვერ ვეტყვი.

შეგახსენებთ, ქართველი შემტევის სამსახურით "ევერტონი", "ვესტ ჰემი" და "საუთჰემპტონია" დაინტერესებული.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
ახლა მაინც ხვდება ეგ ბიჭი და მისი გარემოცვა რა გარემოში არიან?
არ გაუშვებენ კიდე და მერე იტყვიან ვერ თამაშობს, რუბინის ძირითადშიც ვეღარ მოხვდება ასეთი თამაშითო.
თან აკრიტიკებენ და თან არ უშვებენ. 15 მილიონად რატომ არ უნდა გაუშვან ვერ ვხვდები.რა საშინელი ხალხია.
რუსი გულშემატკივარიც აღნიშნავს რომ აღარ უნდა ჩვენთან ყოფნა და გავუშვათო.
მოიყვანონ ვინმე ორ სამ მილიონად, ხომ აკრიტკებენ და რასაც უნდათ იმას ხომ ამბობენ ხვიჩაზე
Skeleton
15:53 22-12-2021
2
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ როდესაც ლოკომოტივი სთავაზობდა 2 წლიან კონტრაქტს იმ კონტრაქტზე უარითქვეს გაფარომეს 5 წლიანი რუბინთან ჯუღელმა ასე ურჩია დღეს რეალურად ამ კონტრაქტის ტყვეობაშია რუბინში კიარა გენტშიც რომ იყოს ან ნებისმიერ ევროპის საშუალო კლასის გუნდში ხვიჩასნაირ ტალანტში და მონაცემების მქონე ფეხბურთელში ყველა მოითხოვდა ამდენივე თანხას რადგან კონტრაქტია გრძელვადიანი და ამ კონტრაქტის გამოსყიდვაა ხდება ამ თანხით ახლა ხვიჩას რომ ქონდეს 1 წელი დარჩენილი კონტრაქტი მაშინ შეიძლება 5 10 მილიონადაც გაეყიდათ კლუბის დირექტორს რომ აგინებენ ეროვნების გამო რადგან თურმე რადგან რუსია ამიტომ იქცევა ასე ეს არის სისულელე გენკის გენტის ბრუგეს ან ზასბურგის კოპენჰაგენის დირექტორი რომ იყოს მის ადგილზე და ასეთი სიტუაცია ქონდეს ჰყავეს ხვიჩა ყველა მასე მოიქცეოდა და ყველას იგივე პოზიცია ექნებოდა დევიდი იქამდე არ გაყიდა გენტმა სანამ ლილმა ის თანხა არ გადაიხადა რამდენიც მოთხოვეს 27 მილიონი ევრო.
გურამო
18:30 22-12-2021
4

სიახლეები პოპულარული