voetbalnieuw: ჩაკვეტაძეს გრანდების რიგი ედგა, ახლა კი ახალი დამსაქმებლის მოძებნა გაუჭირდება

AutoSharing Option
voetbalnieuw-მა „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს წერილი მიუძღვნა, რომელიც განაცხადში ვერ ხვდება და შეიძლება მალე გუნდის გამოცვლა მოუწიოს:

„გენტის“ საუკეთესო ფეხბურთელი თავისი მოქმედებით შოკში გვაგდებს

„შესანიშნავი სეზონის შემდეგ ჩაკვეტაძე სრულად გაქრა „გენტის“ მხედველობის არიდან. მწვრთნელი ჰეინ ვანჰეზებრუკი უარს ამბობს 22 წლის ტოპ-ტალანტზე, მაგრამ ქართველმა ახლა დასკვნები უნდა გამოიტანოს.

ამ სეზონში ჩაკვეტაძე, როგორც იქნა, თავისი კარიერის საჭირო მიმართულებით წარმართვასთან ახლოს იყო. ტექნიკური და გამოცდილი ნახევარმცველი ოთხი წლის განმავლობაში ბელგიის მოედნებზე ერთ-ერთი უდიადესი ტალანტი იყო, თუმცა რამდენიმე მძიმე ტრავმის გამო ვერ შეძლო თავისი
პოტენციალის სრულად რეალიზება. სეზონის დასაწყისში ისე მოჩანდა, რომ ჩაკი მაინც მოახერხებდა „გენტში“ თავისი კვალის დატოვებას. ეს სეზონი მისთვის ახალი სტარტის მანიშნებელი იყო.

ვანჰეზებრუკი თანდათან აძლევდა სათამაშო დროს ტრავმებისადმი მიდრეკილ ქართველს, რაც რეაბილიტაციის საშუალებას მისცემდა. პირველად სეზონში „მეხელენთან“ გამოჩნდა, როდესაც შეცვლაზე 21 წუთით შევიდა და ეს კლასის საჩვენებლად საკმარისი აღმოჩნდა. „მას ჯერ კიდევ აქვს კარგი ფეხები“, - თქვა ნამატჩევს მწვრთნელმა. გავიდა სულ ცოტა დრო, ვიდრე გუნდის თავკაცი თავის დიად, მაგრამ მყიფე, ნიჭიერ ფეხბურთელს ბაზაზე შეაქებდა.

Sportall.Ge

ასე იყო „ანდერლეხტთან“ და „სერკლ ბრიუგესთან“ შეხვედრებში. მაშინ ჩაკვეტაძე „გენტში“ ერთ-ერთი საუკეთესოც კი გახლდათ. „მხოლოდ გიორგიმ ითამაშა თავისი ნორმის ფარგლებში“, - გაისმა უკანასკნელ ცნობებში. ვანჰეზებრუკმა აღიარა, რომ ქართველი კრეშენდოა და უმატებს: „მთელ ჩემს გუნდში გიორგის საუკეთესო ფეხები აქვს. ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა საჭირო დროს და ახლა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი დონე კიდევ უფრო ამაღლდება, ფიზიკურად მომძლავრდება, რაც კიდევ უფრო დიდი მოქმედებების საშუალებას მისცემს“.

ეს ოპტიმისტური სიგნალები სერიოზულ იმპულსს ნიშნავდა ფეხბურთელისა და გუნდისათვის. ის კონტრაქტის მიხედვით აღმოსავლეთ ფლანდრიაში ოთხი წელი მუშაობდა და ეს პერიოდი რამდენადმე უნაყოფო იყო თვითნაბადი ნიჭის მქონე ოქროს ქართველისთვის. რამდენიმე წლის წინ მიშელ ლუვაჟიმ (კლუბის გენერალური დირექტორი) ტრანსფერზე „ტოტენჰემის“ წინადადებაც კი უარყო. „ამ ზაფხულს გიორგის 15 მილიონ ევროდაც კი არ გავუშვებთ. მის ერთი ან ორი წლით დატოვებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ლუვაჟიმ 2018 წელს.

თუმცა, მიმდინარე სეზონის სტარტზე რამდენიმე კარგი თამაშის შემდეგ, მან სწორი მიმართულება დაკარგა. ვანჰეზებრუკი თავის ათიანს ხშირად განაცხადს მიღმა ტოვებს. ასე მოხდა ჩემპიონატის ბოლო 6 შეხვედრაში. ეს ძალიან საგანგაშოა.

„გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა ჩვენთან მუდამ ითამაშოს, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სულ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს, რადგან დიდი კონკურენცია გვაქვს, მაგრამ განაცხადში მუდამ უნდა მოხვდეს. ეს რომ არ ხდება, მხოლოდ მისი ბრალია. ზოგიერთ დღეებში ის საერთოდ არაფერს აკეთებდა. როდესაც "გენტში" დაბრუნდები და არაფერს აკეთებ... მაშინ, ბოდიში და, თავად იქმნი პრობლემებს“, - ბრძანა მწვრთნელმა დეკემბრის დასაწყისში პრესკონფერენციაზე.

Sportall.Ge

უკანასკნელი სანაკრებო პაუზისას ჩაკვეტაძემ დიდი შრომისუნარიანობით არ გამოიჩინა თავი, რაც „გენტის“ მწვრთნელმა აღნიშნა.

ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ჩაკვეტაძე „გენტში“ უკანასკნელ კვირებს ითვლის და გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს. ხაზგასასმელია: ჩაკვეტაძე შეიძლება ევროპის რომელიმე უმაღლესი ლიგის გუნდში გადავიდეს. ჯერ უცნობია, რომელი კლუბია მზად მის ასაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ლიდერის პოტენციალი გააჩნია, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის არქონა დაინტერესებული კლუბებისათვის ფეხბურთელის უზარმაზარი ნაკლია. უკანასკნელ წლებში რომ თამაში თითქმის არ უწევდა, ჩაკვეტაძისთვის პლუსი არაა.

ეს უეჭველია, ქართველს ახალი დამსაქმებლის ძიებაში პრობლემას შეუქმნის. რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო რამდენიმე წლის წინ. 2017 წელს მის რიგში წამყვანი ევროპული კლუბები იდგნენ - „ბაიერს“, „ბაიერნს“, „ტოტენჰემს“, „ბორნმუთსა“ და „ჰოფენჰაიმს“ ჰქონდათ თვალი დადგმული, „მანჩესტერმა“ კი, როგორც იტყობინებოდნენ, 6-მილიონევროიანი წინადადებით მიმართა, მაგრამ ბელგიურმა კლუბმა მისი გადაბირება მოახერხა, რადგან იქამდე თბილისის „დინამოსთან“ უკვე შეთანხმებული იყო".

მკითხველის კომენტარები / 39 /
ჩაკვეტაძეს აშკარად ჰყავს ჩვენზე უკეთესი მრჩეველი და გულშემატკივარი. იმედია, მან უკეთ იცის ფეხბურთელისთვის რა და როგორ ჯობია. ფაქტია, ძალიან რთული წლები გამოიარა და ეხლაც პრობლემებს ებრძვის. მისი მთავარი პრობლემა ფიზიკური მოუმზადებლობაა და ახლა ფსიქოლიგიურიც დაემატა, რასაც კრიტიკით ნამდვილად ვერ ვუშველით. მასთან სპეციალისტის მუშაობაა საჭირო - კაცი ვერ ვარჯიშობს და ჯერ მის სათამაშო პრაქტიკაზე არაა ლაპარაკი. ჯერ 22 წლისაა და ნაადრევად მისი ჩამოწერა შეცდომაა
: )))))))
24 დეკემბერი 2021 10:04
0
ჩაკვეტაძეს აშკარად ჰყავს ჩვენზე უკეთესი მრჩეველი და გულშემატკივარი. იმედია, მან უკეთ იცის ფეხბურთელისთვის რა და როგორ ჯობია. ფაქტია, ძალიან რთული წლები გამოიარა და ეხლაც პრობლემებს ებრძვის. მისი მთავარი პრობლემა ფიზიკური მოუმზადებლობაა და ახლა ფსიქოლიგიურიც დაემატა, რასაც კრიტიკით ნამდვილად ვერ ვუშველით. მასთან სპეციალისტის მუშაობაა საჭირო - კაცი ვერ ვარჯიშობს და ჯერ მის სათამაშო პრაქტიკაზე არაა ლაპარაკი. ჯერ 22 წლისაა და ნაადრევად მისი ჩამოწერა შეცდომაა
: )))))))
24 დეკემბერი 2021 10:00
0
დაიწყო....აქ რომ კომენტარებს წერთ და შეძახილებს: უნდა იშრომოს,უნდა ივარჯიშოს,უნდა ...უნდა... თვითონ რა , ჭურში ზის? ამდენი ხანია ბელგიაში, გარშემო ფეხბურთელები რომ სულ ვარჯიშობენ, შრომობენ,რა ვერ ხედავს?მას პრობლემები არა წელს შეექმნა,ეგ ქართული მენტალიტეტის პრობლემაა.იშოვა ორი ( ხუთი,ათი...) კაპიკი და მორჩა.ინტელექტიც კი არ ჰყოფნის გაიგოს რომ ეს საკმარისი არის მხოლოდ საქართველოში და ისიც მოკლე დროში.
ჟორა
23 დეკემბერი 2021 22:31
2
უნდა წავიდეს ქეცბაიასთან ! მარტო იმას შეუძლია ჩვენი მკვდარი ფეხბურთელების გაცოცხლება და ფეხბურთში დაბრუბება .
თუ არა და დარჩება ისტორიაში , როგორც ერთი სეზონის ფეხბურთელი და იაროს მერე ნანუკს შოუში
ვახო
23 დეკემბერი 2021 16:18
4
ვის რად უნდა ბარიდან და რესტორნიდან არ გამოდის,ვარჯიში ამას არ უნდა და ვარჯიშის გარეშე ფეხბურთს ვერ ითამაშებს,წონა აქვს 8-კილოთი მეტი..ფეხბურთი ამისთვის დამთავრებულია
simartle
23 დეკემბერი 2021 13:35
7
ჩაკვატაძე ფეხბურთელი არ არის,აჯობებს საქართველოში წავიდეს და იქ ითამაშოს ტორპედოში ან ბოლნისში,რას გავს ტომ ნახოთ
ემიგრანტი
23 დეკემბერი 2021 16:06
3
შენ რა იცი სად დადის და რომელ ბარებში?! რას ჭორიკნობ ამხელა კაცი, იმის მაგივრად გაამხნევო და სტიმული მისცე. ჭორიკანა პატარა კაცი ხარ შენ, ვინცა ხარ.
23 დეკემბერი 2021 15:09
4
ვინ გითხრათ, რომ მოტივაცია დაკარგა? გიორგი მაგარი ბიჭია. დაბრუნდება და კარგად ითამაშებს.
ქ. გ.
23 დეკემბერი 2021 13:04
2
რამდენი გვყავდა და გვყავს ასეთი გზასაცდენილი და დაღუპვისკენ მიმავალი ბაიჭები.
ფედერაციას რამე მიმართულება არ უნდა ქონდეს მათ გადასარჩენად?
თუ გაყიდეს და ახლა ფეხებზე კიდიათ?
თენგო
23 დეკემბერი 2021 12:24
4
ყველა ადამიანში არის ღმერთისგან ბოძებული, სრულყოფილებასთან მიახლოვებული გამორჩეული ნიჭი და მხოლოდ ფეხბურთელის არჩევანზე არის დამოკიდებული თუ ვისი დახმარებით განავითარებს ამ ზეშესაძლებლობას (ყველასათვის ცნობილი ავტორიტეტის თუ ვისაც ეს მართლა შეუძლია) და გახდება წარმატებული სპორტსმენი, ან დარჩება თავსმოხვეული სტერეოტიპების ტყვეობაში და შეზღუდული შესაძლებლობებით დაკმაყოფილდება!
Guja Kakhadze
23 დეკემბერი 2021 12:44
2
შრომაა საჭირო. გიორგის შემთხვევაში ეს არ არის.ასეთი ტალანტები ჩვენს ქვეყანას ბევრი არ ჰყავს დაეს არის ჩვენი უბედურება. იმედია ძალებს მოიკრეფს და ათამაშებს ისევ
ისიდორე
23 დეკემბერი 2021 11:35
0
ჩაკვეს წინა სურათის ქვეშ დავწერე, ახლა კიდევ გავიმეორებ, არის გამოსავალი - საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშოს ვითომ რა იქნება?! თუ მაგარია და თავს გამოიჩენს, როგორც ადრე შეამჩნიეს და შიძინეს, ისევ გამოუჩნდება მუშტარი! თუ აქც ვერ ითამაშა, მაშინ რაც არის ეს არის და უნდა შევეგუოთ!
SILVERMARCS
23 დეკემბერი 2021 11:27
0
გიორგი! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ამიტომ არ დანებდე, ამ დროებით ჩავარდნას, რაც ტრავმიანობით არის გამოწვეული. შენ ნიჭი და მიზანდასახულობა არ გაკლია და ამიტომ ისევ წამოდგები ფეხზე და გაახარებ შენს გულშემატკივრებს, რომლის დეფიციტს, ნამდვილად არ განიცდი.
გიორგის ვუსურვოთ წარმატება! ჩვენი მხარდაჭერა ეხლა სჭირდება!!!!!!!
23 დეკემბერი 2021 11:09
0
კარგი კომენტარია და მართლაც გასამხნევებელი კომენტარები სჭირდება გიოს. არავითარი უარყოფითი კომენტარები! ასევე გიოსთან ერთად ხვიჩაც გავამხნევოთ!
ქომაგი
23 დეკემბერი 2021 13:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული