Daily Express: 48.3 მილიონი კვარაცხელიასა და კიდევ 3 ფეხბურთელის შესაძენად და "ლიდსის" გადასარჩენად

AutoSharing Option
„ლიდსმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ სამი მარცხი იწვნია, მე-16 პოზიციაზე დაქვეითდა და „დეილი ექსპრესის“ ცნობით, იანვარში გაძლიერებას აპირებს. პოპულარული ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა სტიუარტ ბალარდმა კლუბის შესაძლო შენაძენთა შორის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა:

„ლიდსის“ სატრანსფერო სიახლეები: ვიქტორ ორტას გეგმა იანვარში 48.3 მილიონ ფუნტად ოთხი ფეხბურთელის შეძენის შესახებ.

„ლიდსი“ გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს, ვინაიდან სეზონის პირველ ნახევარში წარუმატებლობის გამო ლიგიდან გავარდნის სერიოზული საშიშროება არსებობს.

სპორტულ დირექტორ ვიქტორ ორტას შესაძლოა, შემდეგ თვეში თავისი ყველაზე რთული სატრანსფერო ფანჯარა ელის. 2004 წლის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებისა და
შთამბეჭდავი ასპარეზობის გამო მოელოდნენ, რომ „ლიდსი“ უფრო მოუმატებდა და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო მაღლა აიწევდა. გასულ სეზონში დაკავებულმა რესპექტაბელურმა მეცხრე ადგილმა ზოგიერთი გულშემატკივარი „აიძულა“ ევროტურნირებზე დაბრუნებაზე ეოცნება.

ზაფხულში 50 მილიონზე ოდნავ მეტი დაიხარჯა და დანიელ ჯეიმსი კლუბის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა, რათა სხვა რამდენიმე ახალწვეულთან ერთად სიტუაცია გაეუმჯობესებინა. ტრავმირებული პატრიკ ბემფორდის არყოფნისას მან სტაბილურობას ვერ მიაღწია. შობისას „ლიდსს“ გავარდნის ზონას მხოლოდ 5 ქულა აშორებს და როგორც ჩანს, ვითარების გამოსასწორებლად ორტა იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

„ტელეგრაფის“ ცნობით, „ლიდსი“ დინტერესებულია „ტოტენჰემიდან“ იჯარით ჯო როდონი აიყვანოს, რომლის სამსახურით აგრეთვე „ნიუკასლია“ დაინტერესებული. დაცვის გაძლიერება იანვარში მთავარი მიზანია.

თუმცა, გაძლიერება ყველა პოზიციას სჭირდება და „რუბინის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პოტენციური კანდიდატია. ყაზანური კლუბის გენერალურმა მენეჯერმა რუსტემ საიმანოვმა ახლახან თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის 18 მილიონად გაყიდვაზე უარს ვერ იტყვის“.

წერილში აღნიშნულია, რომ „ლიდსი“ ხვიჩას გარდა ნახევარმცველ ელიფ ელმასითაა დაინტერესებული და მზადაა „ნაპოლის“ მასში 15.3 მილიონი შესთავაზოს. აგრეთვე სჭირდებათ ცენტრალური თავდამსხმელი და ყურადღება დარილ დაიკს (ორლანდო სიტი) მიაპყრეს, რომელმაც „ბარნლიში“ ხანმოკლე იჯარით თამაშისას 19 მატჩში 9 გოლი გაიტანა და რომლის კონტრაქტის 15 მილიონად გამოსყიდვის შესახებ მიცემული პირობა ინგლისურმა კლუბმა ვერ შეასრულა. ნაახალწლევს „ორლანდო სიტი“ მზადაა წინადადებები განიხილოს.

ბალარდი რეზიუმეს სახით ასკვნის, რომ მართალია, იანვრის სატრანსფერო ფანჯარა მენეჯერებისთვის დიდ შენაძენთა განსახორციელებლად საუკეთესო პერიოდი არ არის, მაგრამ ცუდ ვითარებაში მყოფი „ლიდსი“ შეიძლება იძულებული გახდეს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდეს. ოთხივე ფეხბურთელის 50 მილიონზე ცოტა ნაკლებად ყიდვა კი სავსებით შესაძლებელია „ლიდსისთვის“ პრემიერლიგაში კიდევ ერთი სეზონით დარჩენის გარანტი გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ხვიჩას!!! და საქართველოს ნაკრებს...
tngh
15:34 26-12-2021
0
Ჭორაობას დაანებეᲗ Თავი.
ჯერ გადახტიᲗ და ჰოპა მერე
Თქვენ კიდო უკვე ᲭორაობᲗ
მოქალაქე
11:56 26-12-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული