ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ მის ტრანსფერზე, რუსი ჟურნალისტების კრიტიკასა და ლეონიდ სლუცკისთან ინციდენტზე ისაუბრა.
"ტრანსფერზე ჯერ არ ვარ ინფორმირებული არაფერი არ ვიცი წინასწარ... ვარ "რუბინის" ფეხბურთელი და თუ რამე სიახლე იქნება, ამას ყველა ერთად გავიგებთ.
განვაგრძობ მომზადებას რათა სეზონი განვაახლოთ კარგად და წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.
რუსი ჟურნალისიტების კრიტიკა ჩემზე დიდ როლს არ თამაშობს... ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას და დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.
მთავარი არის თუ რას ფიქრობ შენ და არც ვცდილობ, რომ რაიმე ვიკითხო.
რაც შეეხება სლუცკისთან
ინციდენტს, ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული, რადგან არც ისე კარგი თამაში მქონდა... ალბათ, ემოციურობამ იჩინა თავი.
უბრალოდ ხელთათმანი დავაგდე ქვევით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, სწორი საქციელი არ იყო. ესეთი მომენტებიდანაც ბევრს ვსწავლობთ, შეცდომა იყო და მეც ბევრი ვისწავლე", - თქვა კვარაცხელიამ.