ხვიჩა კვარაცხელიამ ტრანსფერზე, რუსი ჟურნალისტების კრიტიკასა და სლუცკისთან ინციდენტზე ისაუბრა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ მის ტრანსფერზე, რუსი ჟურნალისტების კრიტიკასა და ლეონიდ სლუცკისთან ინციდენტზე ისაუბრა.

"ტრანსფერზე ჯერ არ ვარ ინფორმირებული არაფერი არ ვიცი წინასწარ... ვარ "რუბინის" ფეხბურთელი და თუ რამე სიახლე იქნება, ამას ყველა ერთად გავიგებთ.

განვაგრძობ მომზადებას რათა სეზონი განვაახლოთ კარგად და წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.

რუსი ჟურნალისიტების კრიტიკა ჩემზე დიდ როლს არ თამაშობს... ყველას შეუძლია ყველაფერი თქვას და დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

მთავარი არის თუ რას ფიქრობ შენ და არც ვცდილობ, რომ რაიმე ვიკითხო.

რაც შეეხება სლუცკისთან
ინციდენტს, ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული, რადგან არც ისე კარგი თამაში მქონდა... ალბათ, ემოციურობამ იჩინა თავი.

უბრალოდ ხელთათმანი დავაგდე ქვევით, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, სწორი საქციელი არ იყო. ესეთი მომენტებიდანაც ბევრს ვსწავლობთ, შეცდომა იყო და მეც ბევრი ვისწავლე", - თქვა კვარაცხელიამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მომწონს როგორც საუბრობს. გამართულად, სერიოზულად, პროფესიონალურად.
არ მესმის ასეთ ადამიანს და სპორტსმენს პატივი როგორ არ უნდა სცე და ცუდი კომენტარები დაუწერო.
მაგ ცუდ კომენტარებზეც თქვა, ყველას აქვა აზრის გამოთქმის უფლება, ამას პატივს ვცემ და პრობლემას ვერ ვხედავო.
იმედია იმ ადამიანებისაც ესმის, ვინც გულწრფელად ურჩევს რუსეთიდან წამოსვლას. ეს არანაირი აკვიატება არ არის, უბრალოდ ვიცით და წინ ბევრი მაგალითი გვაქვს, რა დაემართათ ჩვენს ტალანტებს რუსეთში. ამაზე თუ დაფიქრდება კარგს იზამს.


Michael
27 დეკემბერი 2021 00:58
1
ცოტა მოთმინება ხვიჩა და მაქვს მოლოდინი რომ დიდ კლუბში ითამაშებ!!! ლოგიკურია ხვიცას დიდ გუნდში გადასვლა. ღვთის შეწევნით მალე წახვალ სასურველ ჩემპიონატში!!!
ბექა
26 დეკემბერი 2021 21:00
0
ვუყურე ინტერვიუს თავიდან ბოლომდე, ძალიან ჩამოყალიბებულად და კარგად ისაუბრა. ალბათ ასე იშვიათად იმიტომ იძლევა ინტერვიუს, რომ სულ ერთი და იგივეს ეკითხებიან და უბრალოდ დაიღალა.
როგორ უნდა თქვას წინასწარ სად გადადის, როცა ჯერ არაფერი იცის.ფეხბურთელი ბოლოს იგებს მსგავს ინფორმაციას, პირველას აგენტი და გუნდი იგებენ, ამიტომ უადგილოა ამხელა ზეწოლა ამ ბიჭზე.
ჯუღელს რაც შეეხება, თქვა 100% ით ვენდობიო. ამ ფაქტს ვერ შევცვლით. ენდობა და დავუტოვოთ ამის უფლება. თუ ცუდად განვითარდება მისი კარიერა (ღმერთმა ნუ ქნას) მერე მიხვდება თავადაც. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და აქვს შეცდომების დაშვების უფლება.
იმედია შედგება ეს ტრანსფერი და სადმე დაბალი დონის რუსულ გუნდში არ ჩაკარგავს თავის ტალანტს.
საქართველოში ასე არცერთი ფეხბურთელისთვის არ მიგულშემატკივრია.
ჯუღელიანად თუ ჯუღელის გარეშე უდიდეს წარმატებას ვუსურვებ კვარას...
Skeleton
26 დეკემბერი 2021 20:05
0
ქინქლაძის მერე შენნაირი ტალანტი არ გვყოლია. უნდა გამოიყენო ეს ნიჭი!!!
დიმო
26 დეკემბერი 2021 15:44
6
ხვიჩინიოო გული არ გაიტეხო მომავალ წელს აუვილებლად წახვალ ტოპ ლიგაში მთავარია უფრო მეტი ივარჯიშო და მოინდომი და ამავე დროს თავი არ შეაკლა რუს ვირგლა მცველებს !
zura222
26 დეკემბერი 2021 15:25
5
თან მოინდომე, თან ნეჟნად ითამაშე რომ არ დაგამტვრიონ. მაგარი ლოგიკაა. ვ ობშჩემ რა.
ლევანი
26 დეკემბერი 2021 20:35
1

სიახლეები პოპულარული